საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

   ქართული ტრადიციული მუსიკის მიმართულებით ღრმა და სისტემური პრაქტიკულ-თეორიული ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, დარგობრივი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კურსდამთავრებულის მომზადება, რომელსაც ექნება საეკლესიო გალობისა და ხალხური მუსიკის შემსრულებლობის სფეროში მაღალი ოსტატობა, ფოლკლორული და მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელობის უნარები, დაფუძნებული ქართული ტრადიციული მუსიკის სისტემურ შესწავლაზე.

   უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური მუსიკოს-შემსრულებლის, ლოტბარისა და რეგენტის მომზადება, რომელიც ფლობს ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროში შემოქმედებითი, იმპროვიზაციული აზროვნების პრინციპებს და შეუძლია მუსიკალური ინტერპრეტაციის ამოცანების გადაჭრა საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების დროს.

   მოამზადოს კონკურენტუნარიანი შემსრულებელი, ლოტბარი/რეგენტი, რომელსაც შეუძლია მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობით დამოუკიდებელი მუშაობა, სხვა ხალხთა სამგალობლო კულტურისა და მუსიკალური ფოლკლორის ტრადიციების შეფასება, გაზიარება და პატივისცემა.

 საგანმანათლებლო პროგრამა: ქართული ტრადიციული მუსიკის ლოტბარ-შემსრულებელი

სწავლების ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი, 4 სემესტრი

სწავლების ენა: ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობაში (ლოტბარი/რეგენტი)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა