პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

   ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სახელოვნებო ან ჰუმანიტარული მიმართულებიდან;

   შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა – შემოქმედებითი ტური;

   გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური B1);

   სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

   სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის
მიერ დადგენილი წესების დაცვით.