2023 წლის 28 და 29 ნოემბერს, კომპანია ISM-მა უკვე მეოთხედ უმასპინძლა EBSCO-ს დღეებს საქართველოში. ISM 2017 წლიდან არის  EBSCO-ს ავტორიზებული პროვაიდერი საქართველოში და ტრადიციისამებრ წელსაც გახლდათ ღონისძიების მასპინძელი.

ISM (Innovative Systems Institute) იკვლევს, ავითარებს, ნერგავს ინოვაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ინფორმაციულ სისტემებს, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ციფრულ ტრანსფორმაციას სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: განათლება, კულტურა, ბიზნესი, ელმთავრობა და სამოქალაქო სექტორი.

EBSCO ეს არის კვლევითი მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ჟურნალების, ელექტრონული წიგნების,  აკადემიური ბიბლიოთეკების საძიებო სისტემების, საბიბლიოთეკო ტექნოლოგიებისა და  კლინიკური გადაწყვეტების მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე სასწავლო დაწესებულებებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, კოლეჯებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კორპორაციებისთვის. 

28 ნოემბრის შეხვედრა განკუთვნილი იყო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებისათვის და შედგებოდა ორი ნაწილისაგან;  

პირველ ნაწილზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • ISM-ის სერვისები;
  • EBSCO-ISM სამუშაო ანგარიში;
  • EBSCO ელექტრონული სამეცნიერო ბაზები და მათი პრაქტიკული გამოყენება;
  • განახლებული შეთავაზებები;

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო:

  • უნივერსიტეტების მხრიდან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას;
  • EBSCO-ს ელექტრონული ბაზების მაღალი გამოყენების სტატისტიკის მქონე უნივერსიტეტების დაჯილდოებას;

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში აკრედიტებული 18 უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელი, მათ შორის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი. ყველა მათგანი მიიღებს ერთთვიან უფასო წვდომას მათთვის სასურველ EBSCO-ს ელექტრონული სამეცნიერო ბაზიდან ერთ-ერთზე. 

შეხვედრას უძღვებოდა ISM გუნდი და EBSCO-ს რეგიონალური მენეჯერი Aliaksandr Rytau, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ებსკოს სერვისები. მოწვეულმა EBSCO-ს ტრენერმა, Iryna Serzhan ჩაატარა EBSCO-ს სერვისების გამოყენების ტრენინგი.