31
12
2017

2017 წელს განხორციელებული აქტივობები

 

საჯარო ლექციები და შეხვედრები

  • გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის გიგა შუბითიძის ვებ-აპლიკაციასიის წარდგინება.
  • მუსიკოლოგიის დოქტორების დავით შუღლიაშვილისა და თამარ ჩხეიძის სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონის წარდგინება.
  • ფონდ „ქართული გალობისა“ და Stifel / The Elkhart Group-ის მიერ დაფინანსებული საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროექტის ანგარიში.
  • ემერიტუს პროფესორ, კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის საჯარო ლექციას თემაზე:
    „სამრეკლო ზარების საიდუმლოებანი“
  • უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში გამართული გალობის უნივერსიტეტის 10 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

 

კონფერენციები

  • მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მესამე ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
  • გალობის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პირველი საერთაშორისო სემინარი „აღმოსავლეთ-ქრისტიანული საეკლესიო მუსიკის პრობლემები
  • მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტის, ლედი კუთხაშვილის მონაწილეობა გიგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მეთორმეტე ფესტივალის ფარგლებში გამართულ სამეცნიერ კონფერენციაში

 

სტიპენდიები

2017 წლიდან გალობის უნივერსიტეტის და ფონდი „ქართული გალობის“ სახელობით სტიპენდიას შეემატა სპეციალური სტიპენდია ახალგაზრდა დედებისთვის

გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი

  • ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით 2016-2017 სასწავლო წლიდან გალობის უნივერსიტეტის გუნდმა ოფიციალური სტრუქტურის სახე მიიღო, კონკურსის სახით შეირჩა 16 სტუდენტი
  • 2017 წლის აგვისტოში გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალში “Les Buskers de Neuchâtel” (ნოშატელი, შვეიცარია)
  • ფონდი „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის პირველი აუდიოალბომი

 

სტუდენტური აქტივობები

  • 29 ოქტომბერს სასწავლებლის სტუდენტების გასვლითი ღონისძიება შედგა სამთავისისა და კასპის ეპარქიაში. სამთავისის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე და პარაკლისზე იგალობეს უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა.
  • 23 დეკემბერს გალობის უნივერსიტეტის III და IV კურსის სტუდენტები ესტუმრნენ სოფელ ნასაგურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს, სადაც საღმრთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა

 

სტუდენტური დასაქმება

  • ფონდ „ქართული გალობისა“ და Stifel / The Elkhart Group-ის მიერ დაფინანსებული საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროექტი
  • სტუდენტური დასაქმების პროექტი უნივერსიტეტის ხმის ჩამწერ სტუდიაში „ქართული გალობა“
  • ფონდ „ქართული გალობისა“ და ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში 2018 წლის იანვრიდან ერთი თვით წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში ქართველ ემიგრანტებს ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობასა და ხალხურ საკრავებს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი ზაზა ზურიაშვილი შეასწავლის

 

კურსდამთავრებულების დასაქმება

  • ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმისა და შუახევის სალოტბარო სკოლებში სიმღერა-გალობის პედაგოგად დაინიშნა 2016 წლის კურსდამთავრებული ზურაბ ვერძაძე

 

ფონდ „ქართულ გალობს“ ჩვენი ორი კურსდამთვრებული შეემატა

  • 2017 წლის აგვისტოდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულებაში (ქალაქი რუსთავი) ფონდ „ქართულ გალობის“ წარმომადგენელი გახდა 2017 წლის კურსდამთავრებული გიორგი აბესაძე.
  • ამავე წლის კურსდამთავრებული გიორგი აბრამიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ფონდ „ქართულ გალობის“ წარმომადგენელად დაინიშნა. ასევე, გახდა ანსამბლ „შილდას“ წევრი

 

Share Button