04
01
2018

✔ფონდ „ქართული გალობისა“ და ქართული სამრევლოების თანამშრომლობა გრძელდება.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, 2018 წლის იანვრიდან ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში ქართველ ემიგრანტებს ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობასა და ხალხურ საკრავებს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი ზაზა ზურიაშვილი შეასწავლის.

ინიციატივა ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე) ეკუთვის, რისთვისაც მას გულითად მადლობას ვუხდით!

პროექტი ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ზაზა ზურიაშვილს ვულოცავთ ამ სასიხარულო სიახლეს და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ!

 

Share Button