26
06
2018

2018-2019 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდები

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საეკლესიო მუსიკისმცოდნეობა“ 2018-2019 სასწავლო წლისათვის.

მაგისტრატურაში მიღება ხდება შიდა გამოცდებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე.

შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:
17.09.2018 – საეკლესიო მუსიკის ისტორია და თეორია (ზეპირი);
20.09.2018 – ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები – კატეხიზმო (გასაუბრება);
21.09.2018 – უცხო ენა – ინგლისური (ტესტირება/გასაუბრება).

აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით

Share Button