24
10
2018

უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი ნიკორწმინდაში

21 ოქტომბერს რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძარში ჩატარდა წირვა, რომელშიც ადგილობრივმა და გალობის უნივერსიტეტის მგალობელთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

გასვლითი ღონისძიების მასპინძლები გახლდათ ლევან ბერელიძე – ფონდ „ქართული გალობის“ წარმომადგენელი (რეგენტი) რაჭაში და თორნიკე სხიერელი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ონის სალოტბარო სკოლის რეგენტი.

გაწეული მასპინძლობისათვის მადლობას ვუხდით ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს ყოვლადუსამღვდელოესობას ვახტანგს (ლიპარტელიანი)

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ქართული გალობა“

მადლობას ვუხდით საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას”


Share Button