01
11
2018

გალობის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ახალ აქტივობას იწყებს

5 ნოემბრიდან გალობის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ახალ აქტივობას იწყებს!
იხსნება სტუდენტური კლუბი!
კლუბის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას თავისუფალი გარემო დისკუსიის, მსჯელობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, რაც, ვფიქრობთ, მათ სამომავლო საქმიანობას უფრო მოსახერხებელსა და ეფექტურს გახდის.
შეხვედრების თემატიკა სტუდენტების ჩართულობით, მათი საჭიროებისა და სურვილის მიხედვით განისაზღვრება.
“სტუდენტური კლუბის“ შეხვედრები შედგება ყოველ ორშაბათს და თვის განმავლობაში, თითოეული შეკრების მოდერატორები იქნებიან: ბაია ჟუჟუნაძე (კლუბის მენეჯერი), ნინო რაზმაძე და თეა მუქერია, ხოლო მეოთხე შეხვედრა მოწვეულ სტუმარს დაეთმობა.
„სტუდენტური კლუბის“ შეხვედრებზე დასწრება ნებაყოფილობითია.

conference 2

Share Button