03
01
2019

გალობის უნივერსიტეტის გუნდი ნოტრ დამის უნივერსიტეტში

 

2019 წლის 19-23 იანვარს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი ნოტრ დამის უნივერსიტეტში (აშშ) კონცერტებს გამართავს. ვიზიტის ორგანიზატორი და მასპინძელია ნოტრ დამის უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკის მიმართულება.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება მუსიკოლოგიის დოქტორ ჯონ გრემის ლექცია და ვორკშოპი. ასევე, ანთროპოლოგიის დოქტორ ეკატერინე დიასამიძის ვორკშოპი ნოტრ დამის ბავშვთა გუნდისთვის.

პროექტი ამერიკელი მეცენატების რექს და ელის მარტინებისა და ელისაბედ ბორგერის საქველმოქმედო ფონდების შემოწირულობით ხორციელდება. ასევე, პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ქართული გალობა“.

ამერიკა

Share Button