14
03
2019

თამაზ გაბისონიას საჯარო ლექცია

 

18 მარტს, 15.00 საათზე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება თამაზ გაბისონიას საჯარო ლექცია „მეცნიერული კვლევის მეთოდები“.

ლექციაზე განხილული იქნება მეცნიერული კვლევის სტრატეგიის, სტრუქტურის, ეთიკის საკითხები; ემპირიული და თეორიული კვლევის ეტაპები, ზოგადმეცნიერული და კერძო დისციპლინური მეთოდები, ჰუმანიტარულ დისციპლინათა მეთოდოლოგიის თავისებურებები, ლოგიკისა და სემიოტიკის მონაცემები მეცნიერებაში, კვლევასთან დაკავშირებული ზოგიერთი საინტერესო ცნებების განმარტება.

Share Button