2018-19 სასწავლო წელს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში

(შემდგომში – სასწავლებელი) საეკლესიო მუსიკის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 15 მაისიდან – 06 ივნისამდე;

შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვება პირი შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

• პირადი განცხადება სასწავლებლის რექტორის სახელზე;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ავტობიოგრაფია;
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია სასწავლებლის რექტორის სახელზე;
• 4 ფოტოსურათი ¾