ანზორ ერქომაიშვილი

erkomaishvili 2

დაიბადა 1940 წლის 10 აგვისტოს ქ. ბათუმში.
განათლება:
1969 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
1972 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა.
2000 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სპეციალობით მუსიკალური ხელოვნება.
შრომითი საქმიანობა:
1968 წლიდან დღემდე არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი;
1969-1971 წლებში იყო ქ. რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი;
2000 წლიდან — ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
2003 წლიდან დღემდე — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პროექტების თანამონაწილე;
2004-2008 წლებში იყო გურიის საერთაშორისო ფესტივალის იდეის ავტორი და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
2004 წლიდან დღემდე არის ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურები“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი;
2005 წლიდან დღემდე — ხობის საერთაშორისო ფესტივალის იდეის ერთ-ერთი ავტორი და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
2009 წლიდან დღემდე — ქ. თბილისის ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორის ცენტრის გენერალური დირექტორი;
2010 წლიდან დღემდე — გამომცემლობა „NOVA SCIENCE PUBLISHERS, INC“ ქართულ-ამერიკული პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი;
2012 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორია.
წოდებები და ჯილდოები:
1971 წ. — ესტონეთის საპატიო სიგელი;
1982 წ. — საქართველოს სახალხო არტისტის წოდება და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია;
1984წ. — მექსიკის პრიზი სპექტაკლის საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის;
1986წ. — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი;
1988წ. — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;
1997წ. — საქართველოს სახელმწიფო პრემია;
1998წ. — საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდება და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია;
2001 წ. — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო — ღირსების ორდენი;
2002წ. — ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია;
2003წ. — ილია ჭავჭავაძის სახელობის მედალი;
2005წ. — ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დიდი მედალი და მისივე სახელობის პრემია;
2010წ. — დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პრემია;
ამავე წელს — საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — წმიდა გიორგის ორდენი;
გამოქვეყნებული შრომები:
1. ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებული, მოსკოვი, 1972წ.;
2. ბაბუა, თბილისი, 1980წ.;
3. ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებული, თბილისი, 1980წ.;
4. შავი შაშვი ჩიოდა, თბილისი, 1988წ.;
5. „მართვე“ 20 წლისაა (2 კომპაქტდისკით), თბილისი, 1997წ.;
6. ხმა უცნაური, თბილისი, 1999წ.;
7. ჩვენი მეგობარი რალფი, თბილისი, 2000წ.;
8. არტემ ერქომაიშვილისაგან ჩაწერილი სანოტო კრებული — ქართული ხალხური (გურული) სიმღერები და საგალობლები, თბილისი, 2005წ.;
9. 1901-1930-იანი წლების ქართული აუდიოჩანაწერები უცხოეთში (წიგნი-კატალოგი), თბილისი, 2007წ.;
10. ქართული ხალხური სიმღერა — ანსამბლი „რუსთავი“ (8 კომპაქტდისკით), თბილისი, 2009წ.;
11. ანსამბლი „რუსთავი“ 40 წლისაა, თბილისი, 2009წ.;
12. „გზები, ადამიანები, სიმღერები“, თბილისი, 2011წ.
მასტერკლასები და მოხსენებები უცხოეთში:
1986წ. — სანკტ-პეტერბურგი, რუსული ლიტერატურის მუზეუმი;
1988-1992-1996წწ. — მოსკოვი, კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის განყოფილება;
1992წ. — ბოსტონის უნივერსიტეტი;
2006წ. — კორეა, ქ. განგუნის სასწავლო აუდიტორია;
2009წ. — ინგლისი, ლონდონი;
2011წ. — ავსტრია, ვენის მუსიკისა და გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის ხალხური მუსიკის კვლევითი ინსტიტუტი;
2012წ. — იტალია, რომის დარბაზი „აუდიტორიუმი“.
გამოკვლეული აქვს 500-ზე მეტი აუდიოჩანაწერი მოძიებული სანკტ-პეტერბურგის, კრასნოგორსკის, რიგის, თბილისის, ლონდონის, ვენის, პარიზის არქივებში.
ანსამბლ „რუსთავს“ მისი ხელმძღვანელობით ჩაწერილი აქვს 760-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ფირფიტების და კომპაქტდისკების სახით, გასტროლებით ეწვია 70 ქვეყანას, გამართა 5000-ზე მეტი კონცერტი.

ტელეფონი: 577 77 57 58
ელ.ფოსტა: abanotubani@gmail.com

Share Button