ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი  მთაწმინდელის  სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

 

ბრძანება

#ს/03                                                                          30 სექტემბერი, 2014 წელი    

ქ. თბილისი

 

ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის 2014 წლის 30 ივნისის #119 ბრძანების მე-2 პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტის, „მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანამანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N92/ნ ბრძანების, სასწავლებლის რექტორის 2014 წლის 10 ივლისის #05/ო ბრძანებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-„მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ საეკლესიო მუსიკის ბაკლავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის“,  სასწავლებლის წესდების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და ამავე სასწავლებლის მიმღები კომისიის 2014 წლის 29  სექტემბრის N2 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვისა და სასწავლებლის შიდა გამოცდების (საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა, მუსიკის თეორია, საქართველოს ისტორია და ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო)) შედეგების საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილი აბიტურიენტები 2014 წლის 1 ოქტომბრიდან ჩაირიცხონ უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამის პირველ კურსზე:
  • გერლიანი ბექა
  • დავითაშვილი ილია
  • დევდარიანი კობა
  • ზანანაშვილი ტარიელი
  • კუპრავა აკაკი
  • ლუკავა ლევან
  • მეფარიშვილი ვაჟა
  • პაპულაშვილი გიორგი
  • ჩხაიძე ნუგზარ
  • ჩხაპელია გიგა
  • ხვიჩია ბაჩუკი
  • ხვიჩია გიგა
  • ხუხუნაიშვილი გიორგი
  1. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე;
  2. დაევალოს უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მდივანს ბრძანების გაგზავნა ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

 

რექტორი                                                     არქიმანდრიტი იოანე (სილევან) კიკვაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share Button