ბიბლიოთეკა

  • 2

     

     

     

    ბიბლიოთეკა/ფონოთეკის უფროსი:  მანანა დეკანოსიძე

     ტელეფონი:  591 33 02 27,  579 76 28 82

    ელ.ფოსტა:  man_deka@hotmail.com

     

     

    3

     

     

     

    ბიბლიოთეკა/ფონოთეკის ბიბლიოთეკარი:  გვანცა ფარცვანია

    ტელეფონი:  599 80 45 41

    ელ.ფოსტა:  gvanca_86_86@mail.ru

     

    გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საბიბლიოთეკო ფონდი, რომელიც შეიქმნა საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ (ხელძღვანელი ნანა გოთუა) ფინანსური მხარდაჭერით, დაკომპლექტებულია ყველა იმ ძირითადი სასწავლო ლიტერატურით, რაც სტუდენტებს ესაჭიროებათ სწავლის პროცესში. მაგალითად: მ. ერქვანიძე ,,ქართული საეკლესიო გალობა‘’ (შვიდი ტომი); დ. შუღლიაშვილი ,,ქართული საეკლესიო გალობა, შემოქმედის სკოლა“; დ. შუღლიაშვილი, ზ. წერეთელი  ,,საგალობლები  სანოტო ხელნაწერთა არქივიდან’’, ვ. გვახარია, დ. შუღლიაშვილი, ნ, რაზმაძე  ,,ქართული საგალობლების ხელნაწერთა აღწერილობა და ანბანური კატალოგი’’;       დ. შუღლიაშვილი ,,ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა’’;  ნ. გამყრელიძე ,,ქართული ხალხური სიმღერები ფანდურისა და ჩონგურის თანხლებით’’ და სხვა. ბიბლიოთეკაში არის ასევე სასწავლო დისკები, ძველი ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ჩანაწერები სხვადასხვა მომღერლებისა და პოპულარული ანსამბლების  შესრულებით, როგორებიცაა, ,,ბასიანი’’, ,,შავნაბადა’’, ,,სახიობა’’, ,,გორდელა’’,  და სხვა.

    გარდა სასწავლო ლიტერატურისა, სტუდენტებს შეუძლიათ იკითხონ მხატვრული ლიტერატურაც. ბიბლიოთეკის ფონდშია ისეთი სერიული გამოცემები, როგორებიცაა:  ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ’’,  ,,მწიგნობრობა ქართული’’, ,,ჩემი რჩეული’’, ,,ყველა წმინდანი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე – საქართველოს იმედი’’, ასევე  ცალკეული გამოცემები.

    ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. კომპიუტერების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ ნებისმიერი დისკისა თუ ძველი ჩანაწერის მოსმენა. აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ სტუდენტებმა იმუშაონ და ცოდნა გაიღრმავონ.

     

     

  • ბიბლიოთეკის დებულება

    დამტკიცებულია:

     

    ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –

    გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“

    რექტორის 2014 წლის 10 სექტემბრის № ო/13 ბრძანებით

     

    ()იპმართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ ბიბლიოთეკის დებულება

     

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

     

    1. ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ (შემდგომში – სასწავლებელი) ბიბლიოთეკა (შემდგომში – ბიბლიოთეკა) წარმოადგენს სასწავლებლის სტრუქტურულ ერთეულს;
    2. ბიბლიოთეკა ფუნqციონირებს სასწავლებლის სხვა სტრუqტურულ ერთეულებთან კავშირში და ხელმძRვანელობს საqართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საqართველოს მოqმედი კანონმდებლობით, სასწავლებლის წესდებით, წინამდებარე დებულებით, შინაგანაწესით, ეთიკის კოდეqსითა და სასწავლებლის სხვა შიდა სამართლებრივი აqტებით (შემდგომში – მარეგულირებელი წესები);
    3. ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია ყველა დაინტერესებული პირისთვის; ბიბლიოთეკაში შრომის დისციპლინის უზრუნველყოფისა და  სამუშაო დროის  რაციონალური გამოყენების მიზნით მოქმედებს სასწავლებლის რექტორის მიერ დამტკიცებული „ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი“, რომელიც სახელმძღვანელოა და შესასრულებლად სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა თუ მომხმარებლისთვის.

     

    მუხლი 2.  ბიბლიოთეკის  ძირითადი მიზნები და ამოცანები, ფუნქციები და   უფლებამოსილებები 

     

    1. ბიბლიოთეკის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

    ა) სასწავლებლის საზოგადოების კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციული მოთხოვნების უზრუნველყოფა;

    ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძველზე სასწავლებლის სტუდენტებისათვის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის სწავლის, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის  პირობების შექმნა;

    გ) ბიბლიოთეკის მომხმარებელთა (სასწავლებლის პერსონალი, სტუდენტი) სწრაფი და სრული უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი  პირობების შექმნა  პიროვნების შემოქმედებითი  განვითარებისათვის;

    დ) ბიბლიოთეკის ფონდის ფორმირება სასწავლებლის სპეციალობების, საგანმანათლებლო პროგრამების, მკითხველთა  მომხმარებელთა  მოთხოვნების მიხედვით;

    ე) საცნობარო-საინფორმაციო აპარატის, კატალოგების, მონაცემთა ბაზების ორგანიზება და მართვა;

    ვ) საბიბლიოთეკო მუშაობის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის, კომპიუტერიზაციის და საბიბლიოთეკო – საინფორმაციო სისტემების ფორმირების საფუძველზე;

    ზ) სამეცნიერო გამოკვლევების და მეთოდური სამუშაოების ჩატარება საბიბლიოთეკო და საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებაზე;

    თ) სხვა ბიბლიოთეკებთან საქმიანობის კოორდინაცია მომხმარებლის სრული დაკმაყოფილების მიზნით;

    ი) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება და ამ დოკუმენტებით მომხმარებელთა მომსახურება;

    კ) მომხმარებელთათვის  ინფორმაციის ძიების  თანამედროვე მეთოდების შესწავლა.

    1. ბიბლიოთეკის ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

    ა) სასწავლებლის სასწავლო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა   საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და აუდიო-ვიზუალური მასალა);

    ბ) საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალურად ფორმირება და ორგანიზება, მათი დაცვა, აღრიცხვა, მეცნიერული დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენების ორგანიზება  საბიბლიოთეკო  დარგში მოქმედი სტანდარტების  შესაბამისად;

    გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის საჭირო პირობების შექმნა:

    დ) სასწავლებლის სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო მოთხოვნილებების  საბიბლიოთეკო დოკუმენტებით  უზრუნველყოფის მდგომარეობის  შესწავლა, ანალიზი და  მის საფუძველზე  მუშაობის ორგანიზება;

    ე) წიგნადი ფონდის პერიოდული შესწავლა, შემოწმება, მეორადი შერჩევის გზით გაწმენდა;

    ვ) გაცვლითი ფონდის შექმნა და სხვა უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების და უწყების ბიბლიოთეკების მიერ, მისი გამოყენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

    ზ) მომხმარებელთა  საბიბლიოთეკო და საინფორმაციო – ბიბილიოგრაფიული  მომსახურების  უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, როგორც ადგილზე, ასევე სახლში გაცემით, აგრეთვე ბშა-ს (ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტი) და საერთაშორისო წიგნთგაცვლის ფორმების გამოყენებით ბიბლიოთეკის სარგებლობის  წესების შესაბამისად;

    თ)  მიმდინარე და საერთაშორისო  საბიბლიოთეკო  პროგრამებში აქტიური მონაწილეობა;

     

    მუხლი 3.  ბიბლიოთეკის პერსონალი

     

    1. სასწავლებლის საშტატო განრიგით ბიბლიოთეკის შემადგენლობაში შედის ბიბლიოთეკის უფროსი და ბიბლიოთეკარი;
    2. ბიბლიოთეკის უფროსსა და ბიბლიოთეკარს თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი;
    3. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელბს ბიბლიოთეკის უფროსი;
    4. ბიბლიოთეკის უფროსი:

    ა) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვას საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის მდიდარ ტრადიციებზე,  საერთაშორისო საბიბლიოთეკო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით;

    ბ) ნერგავს  ინოვაციურ პროცესებს  სასწავლებლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით;

    გ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის  გამდიდრებას  სასწავლო – სამეცნიერო,  შემეცნებითი  ლიტერატურით;

    დ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ინტეგრაციას  აღმოსავლურ – ევროპული  ქრისტიანული  კულტურის  საბიბლიოთეკო ქსელში;

    ე)  ორგანიზებას უკეთებს  სხვადასხვა წამყვან გამომცემლობებთან სასწავლებლის წიგნადი ფონდის განახლებისა და   გაზრდის პროცესს;

    ვ) წარმართავს კოორდინაციულ მუშაობას შესაბამისი პროფილის გამომცემლობებთან, ავტორებთან, დიდი ფონდების მფლობელ სახელმწიფო ბიბლიოთეკებთან;

    ზ)  აქტიურ  მონაწილეობას   იღებს  სასწავლებლის სასწავლო, სამეცნიერო  და საგანმანათლებლო პროცესში;

    თ) ნერგავს  საბიბლიოთეკო მუშაობის ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს;

    ი) მონაწილეობას იღებს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ტრენინგებსა და სემინარებში;  პროფესიული ლიტერატურის შესწავლისა და  მოწინავე საბიბლიოთეკო გამოცდილების გაცნობისა და დანერგვის მიზნით;

    კ) გეგმავს ყოველწლიურად  სტუდენტებისთვის  მნიშვნელოვანი კულტურული  ღონისძიებები, კერძოდ,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა  და სხვა კულტურული ცენტრების მონახულებას;

    ლ) ამყარებს საქართველოს  და უცხოეთის წამყვან ბიბლიოთეკებთან და უნივერსიტეტებთან ურთიერთობას  სამეცნიერო-კვლევითი არეალის უკეთ გაცნობისა და თანამშრომლობისათვის;

    მ) უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ფონდების ფორმირებას სასწავლებლის პროფილის, საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამებისა და მკითხველთა საინფორმაციო -ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების გათვალისწინებით;

    ო)უზრუნველყოფს  ბიბლიოთეკის ჩართვას საქართველოს საინფორმაციო-საბიბლიოთეკო ქსელში;

    პ)სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პერიოდული გამოცემების გამოწერას;

    ჟ) აწარმოებს ყოველწლიურ ანალიზს სასწავლებელში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის საბიბლიოთეკო საშუალებებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესაფასებლად;

    რ) წარუდგენს სასწავლებლის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს რეკომენდაციებს ბიბლიოთეკის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

    ს) უზრუნველყოფს სტუდენტთა, აკადემიურ პერსონალთა  და გარეშე პირთა საბიბლიოთეკო  დოკუმენტებით  მომსახურება და საჭირო ლიტერატურის შერჩევას;

    ტ)  უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის მკითვხელის ბარათის გახსნასა და ჩაწერას;

    უ) უზრუნველყოფს შემოწირული წიგნების აღრიცხვას ,,საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვის წიგნში” თანმხლები დოკუმენტებით (აქტები, ზედნადები);

    ფ) უზრუნველყოფს შემოწირული წიგნადი ფონდის ელექტრონული ვერსიის შექმნას  და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას;

    ქ) ახდენს ფონდში შემოსული წიგნების  რაოდენობისა და ფასების დაჯამებას;

    ღ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ფონდის შესავსებად საჭირო ლიტერატურის მოძიებას და   მათ შეძენას;

    ყ) ახორციელებს პერიოდიკის გამოწერას, დაანგარიშებას და ჯამობრივში გატარებას;

    შ) უზრუნველყოფს გამომცემლობებთან ურთიერთობას და ახალი წიგნების შემოტანას;

    ჩ) უზრუნველყოფს ოჯახებიდან შესაბამისი კოლექციების შემოტანის ორგანიზებას და შემოსული კოლექციებისა და  სხვა ფორმატის  წიგნების  გადარჩევას, დახარისხებასა და დამუშავებას;

    ც) უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო  დოკუმენტების დამუშავებას, ბიბლიოგრაფიულ  აღწერას  საერთაშირისო  სტანდარტების მიხედვით, ბარათების საკატალოგო ყუთში ჩართვას და წიგნების თაროზე მათ განთავსებას;

    ძ) წარმართავს ოპერატიული ფონდის  ელექტრონულ  კატალოგზე მუშაობის პროცესს;

    წ) აწარმოებს სისტემატური კატალოგის  შედგენასა და წარმართავს ელექრტონულ კატალოგზე მუშაობას;

    ჭ) უზრუნველყოფს გაცვლითი ფონდისა და  ბშა-ს მომსახურების  ხელმძღვანელობას;

    ხ) ახორციელებს პერიოდული გამოცემების  რეგისტრაციას, აღწერას, დამუშავებას;

    ჯ) პასუხისმგებელია სასწავლებლის ფაკულტეტის სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის სისწორესა და სიზუსტეზე;

    ჰ) ბიბლიოთეკის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს სასწავლებლის რექტორის დავალებებს და ახორციელებს მარეგულირებელი წესებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

    1) უზრუნველყოფს სხვა საქმიანობის განხორციელებას, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ბიბლიოთეკის  მიზნებსა და ამოცანებს.

    1. ბიბლიოთეკარს თანამდებობაზე ნიშავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლებლის რექტორი;
    2. ბიბლიოთეკარის უშუალო ხელმძღვანელია ბიბლიოთეკის უფროსი;
    3. ბიბლიოთეკარის უფლებამოსილება:

    ა) წიგნის გაცემა-დაბრუნება;

    ბ) ბშა-თი მკითხველთა მომსახურება;

    გ) უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

     

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

    წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისთვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

  • დამტკიცებულია:

     

    ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –

    გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“

    რექტორის 2014 წლის 10 სექტემბრის № ო/13 ბრძანებით

     

    ა(ა) იპ ,, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

     

    1. ზოგადი დებულებები

     

    1. ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლოს დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია შრომის დისციპლინის უზრუნველყოფა ბიბლიოთეკაში და სამუშაო დროის  რაციონალური  გამოყენება;
    2. სარგებლობის წესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა მომხმარებლისთვის (შემდგომში – მომხმარებელი);
    3. ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია ყველა დაინტერესებული პირისთვის;
    4. ბიბლიოთეკაში არსებობს კატალოგი, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;
    5. ბიბლიოთეკაში მომსახურება  უფასოა.  ბიბლიოთეკაში  მომხმარებლის ფონდებთან დაშვება თავისუფალია;
    6. ბიბლიოთეკაში დასარეგისტრირებლად აუცილებლობას წარმოადგენს მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობის წარმოდგენა;
    7. მომხმარებელზე ერთდროულად სახლში გაიცემა 5 ეგზემპლარი, 15 დღით;
    8. სახლში არ გაიცემა პეროდული გამოცემები, ენციკლოპედიები, ცნობარები, ლექსიკონები, დისერტაციები, იშვიათი გამოცემები;

     

    1. ბიბლიოთეკის მომხმარებლის უფლება-მოვალეობები

     

    1. ბიბლიოთეკის მომხმარებელი ვალდებულია:

    ა) გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;

    ბ) გაუფრთხილდეს საბიბლიოთეკო ინვენტარს და საბიბლიოთეკო ფონდებს;

    გ) დროულად დააბრუნოს საბიბლიოთეკო ფონდიდან გატანილი ერთეული;

    დ) საბიბლიოთეკო ფონდიდან ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგივე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი, ან სანაცვლოდ იმავე  დასახელების სხვა გამოცემის წლის ერთეული, ან გადაიხადოს ერთეულის ღირებულება; დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით;

    1. ბიბლიოთეკის მომხმარებელს უფლება აქვს:

    ა) გაიტანოს საბიბლიოთეკო ფონდიდან ერთეული;

    ბ) მოითხოვოს  ინფორმაცია ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო ფონდების,   ბეჭვდითი და სხვა  სახის  მასალების შესახებ;

    გ) წინამდებარე წესების დარღვევის შემთხვევაში დადგენილი წესით           აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

    1. ბიბლიოთეკაში კომპიუტერული ტექნიკის სარგებლობისას დაშვებულია:

    ა) ტექსტების  აკრეფა და რედაქტირება;

    ბ) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;

    გ) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;

    დ) CD  დისკების გამოყენება.

     

    1. ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობები

     

    1. ბიბლიოთეკა ვალდებულია:

    ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს  ბიბლიოთეკის მომხმარებლის მოთხოვნა საბიბლიოთეკო ფონდიდან ერთეულზე;

    ბ) ბიბლიოთეკაში  პირველად შემოსულ მომხმარებელს გააცნოს წინამდებარე წესი, ფონდების შემადგენლობა, მათი ხელმისაწვდომობის  საშუალებები;

    1. ბიბილიოთეკა უფლებამოსილია:

    ა) მოითხოვოს მომხმარებლისგან წინამდებარე წესის დაცვა;

    ბ) მოითხოვოს მომხმარებლისგან ბიბლიოთეკაში სიჩუმის დაცვა და მობილური ტელეფონების გამორთვა;

     

    1. ბიბლიოთეკის სამუშაო საათები

     

    1. ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის დაწესებულია ექვსდღიანი სამუშაო კვირა – ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით;
    2. სამუშაო დღის ხანგრძლიობა ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით შეადგენს 8 საათს – 9:00-დან-17:00-მდე, ხოლო შაბათს – 6 საათს – 10:00-დან-16:00-მდე.
  •  

    1. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი

    http://galoba.edu.ge/biblio/shared/loginform.php

     

     

    2.  EBSCO    წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს, ამერიკის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრულ სტატიებს.

    search.epnet.com

    EBSCO-ში ძებნის ჩატარების ვიდეო ინსტრუქცია                                                                                                                                                                       ძიების ჩატარება სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში                                                                                                                                                                               ძიების ჩატარება სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში

     

     

    3. Cambridge University Journals                                                                                                                                                                                                             (კემბრიჯის უნივერსიტეტის ჟურნალები)

    მონაცემთა ბაზა მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 280 დასახელების ჟურნალს არქივის ჩათვლით მეცნიერების ყველა დარგში.

    http://journals.cambridge.org

     

     

    4. Royal Society Journals Collection

    დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შედის 9 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალები ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B.

    http://royalsocietypublishing.org

     

     

    5. Bioone

    მონაცემთა ბაზა მოიცავს 177 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელ მეცნიერებების სფეროდან, რომლებსაც აქვეყნებენ ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი–სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები.

    www.bioone.org

     

     

    მიმაგრებული დოკუმენტები:

    ინსტრუქცია PPT

    ინსტრუქცია PDF

 

 

Share Button