გიორგი დონაძე

donadze 5

დაიბადა 1978 წლის 3 ოქტომბერს ქ. თბილისში.

1990-1995 წლებში იყო ფოლკლორულ ანსამბლ „ბიჭები“-ს წევრი.

განათლება:

1995-1999 წლებში სწავლობდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე.

2007 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი, 2009 წელს კი — მაგისტრატურა.

შრომითი საქმიანობა:

1997-2000 წლებში იყო  ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის თბილისის 28-ე სამუსიკო სასწავლებლის ბიჭუნათა გუნდის პედაგოგი;

2000 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ვაჟთა  საპატრიარქო მგალობელთა გუნდს;

2002 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა-განვითარების ფონდ „ბასიანი“-ს დირექტორი;

2012 წლიდან დღემდე — ფონდ „ქართული გალობის“ პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი;

2000 წლიდან  ანსამბლ „ბასიანი“-ს, ხოლო 2013 წლიდან — სსიპ ანსამბლ „ბასიანი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი;

2014 წლიდან სსიპ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დორექტორი.

 

ტელეფონი:  599 57 67 27

ელ.ფოსტა:  giorgidonadze@galoba.edu.ge

Share Button