დავით შუღლიაშვილი

shughliashvili 2

დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს ქ. მოსკოვში.

განათლება:

1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.

2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში“ და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მუსიკოლოგიის დოქტორის ხარისხი.

შრომითი საქმიანობა:

1988 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრის თანამშრომელი, ხოლო 1998 წლიდან — ხალხური შემოქმედების კათედრის მოწვეული სპეციალისტი;

1988 წლიდან გალობს თბილისის ანჩისხატის ტაძარში;

1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსად.

გამოქვეყნებული შრომები:

  1. ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის, „ხელოვნება“,№10, თბილისი, 1991წ.;
  2. ქართული სამგალობლო სკოლები და ტრადიციები, თბილისი, 2002წ.;
  3. აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის შესახებ , ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2004წ.;
  4. ქართული გალობა „თერთმეტი მარგალიტი“, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, თბილისი, 2004წ.;
  5. ქართული ხალხური სიმღერები ანჩისხატის გუნდის რეპეერტუარიდან, თბილისი, 2005წ.;
  6. შესვლადი ქართულ საეკლესიო გალობაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006წ.;
  7. რვახმის სისტემის სტრუქტურული თავისებურებები ქართულ გალობაში, კავკასიის მაცნე, თბილისი, 2006წ.;
  8. ქართული საეკლესიო გალობა, შემოქმედის სკოლა, არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერების მიხედვით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006წ.;
  9. არატიპური ელემენტები ქართულ ხალხურ სიმღერაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2008წ.;
  10. „უსიტყვო“ მრავალხმიანობა ქართულ ტრადიციულ მუსიკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2010წ.;
  11. Similarities and Differences in the Georgian Chant School Traditionc Theory and Practice. Proceedings of the Fourth International Conference on Ortodox Church Music University of Joensuu Finland, 2011წ.;
  12. ოთარ ჩიჯავაძის მიერ დატოვებული ერთი ხელნაწერის შესახებ (წიგნში: ოთარ ჩიჯავაძე 90), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2011წ.;
  13. საგალობლები სანოტო ხელნაწერთა არქივიდან, სვეტიცხოვლის სკოლა, (თანაავტორი ზ. წერეთელი), ტ.I, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012წ.;
  14. ქართული საგალობლების ხელნაწერთა აღწერილობა და ანბანური კატალოგი, წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძე) და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სანოტო ხელნაწერების მიხედვით (თანაავტორები: ვ. გვახარია, ნ. რაზმაძე), თბილისი, 2013წ.;
  15. ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა, საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრი, თბილისი, 2014წ.

 

ტელეფონი:  599 25 46 45

ელ.ფოსტა:  davitshugliashvili@galoba.edu.ge

 

Share Button