ეკატერინე ონიანი

10751988_752821121439491_1171750287_n

დაიბადა 1971 წლის 7 ოქტომბერს ქ. თბილისში.

განათლება:

1996 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.

2004 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ნევმური დამწერლობა და ნევმირების სისტემა ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში (X-XI და  XVIII საუკუნეების ხელნაწერთა მაგალითზე)“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

შრომითი საქმიანობა:

1996-2005 წლებში იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელი, 2000-2005 წლებში — ამავე მიმართულების პედაგოგი;

2005 წლიდან დღემდე არის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;

2005-2008 წლებში მუშაობდა  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის კოორდინატორად სამეცნიერო დარგში;

2010-2014 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანია.

გამოქვეყნებული პუბლიკაციები:

  1. საერთო ნევმური ფორმულები მიქაელ მოდრეკილის „საწელიწდო იადგარის“ მიხედვით, მუსიკისმცოდნეობის საკითხები, სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1999წ.;
  2. ზოგიერთი მოსაზრება ქართული გამშვენებული გალობის შესახებ, სასულიერო და საერო მრავალხმიანობის პრობლემები, თბილისი, 2001წ.;
  3. გალობის გამშვენების საკითხისათვის ქართულ საგალობო პრაქტიკაში, ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებები, თბილისი, 2003წ.;
  4. К вопросу о проявлении христианской символики в грузинской невменной нотации, სასულიერო მუსიკის ისტორიის, თერორიისა და ესთეტიკის საკითხები, ტ.II, ერევანი, 2005წ.;
  5. Амвроси Некресели, დიდი მუსიკალური ენციკლოპედია, ტ.I, მოსკოვი, 2005წ.;
  6. Андриадзе Манана, დიდი მუსიკალური ენციკლოპედია, ტ.I, მოსკოვი, 2005წ.;
  7. ძველი სამუსიკო დამწერლობა, ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“, №4, თბილისი, 2006წ.;
  8. ამბროსი ნეკრესელი — სრული მგალობელი, გაზ. „ქართული გალობა“, №5, თბილისი, 2007წ.;
  9. ქართული ნევმური სისტემა, „ქართული გალობა“, №9, თბილისი, 2007წ.;
  10. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II და ქართული საეკლესიო გალობა (თანაავტორები: მ. ანდრიაძე, მ. სუხიაშვილი), ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“, №12 თბილისი, 2007წ.;
  11. ამბროსი ნეკრესელი და მისი მნიშვნელობა ქართული ნევმური სისტემის ისტორიაში, ჟურნალი „ლოგოსი“, IV, თბილისი, 2007წ.;
  12. Закономерности кадансовых графических формул в грузинской невменной системе, უძველესი მუსიკა – თანამედროვე ხედვა, გამოცემა 88, ნაწილი 2, კიევი, 2009წ.;
  13. ქართული ნევმური სისტემის წარმომავლობის საკითხისათვის, ბიზანტინოლოგია საქართველოში-2, წიგნი II, თბილისი, 2009წ.;
  14. დიმიტრი (დიტო) ჭალაგანიძის ნევმირებული ხელნაწერის შესწავლისათვის (თანაავტორი მ. სუხიაშვილი), ბიზანტინოლოგია საქართველოში-3, წიგნი II, თბილისი, 2011წ.;
  15. ქართული ნევმური სისტემის საკითხები ოთარ ჩიჯავაძის შრომებში, მუსიკისმცოდნეობის საკითხები, სამეცნიერო შრომების კრებული, ოთარ ჩიჯავაძე 90, თბილისი, 2011წ.;
  16. ქართული გალობის მრავალხმიანობის საკითხისათვის, ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებები, თბილისი, 2012წ.;
  17. Карбелашвили (თანაავტორი მ. სუხიაშვილი), Православная энциклопедия, ტ.XXXI, მოსკოვი, 2013წ.;
  18. Georgian Hymnody (თანაავტორი მ. სუხიაშვილი), კენტერბერის ჰიმნოგრაფიული ლექსიკონი, 2013წ.

საერთაშორისო კონფერენციები:

ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2002წ.;

მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი: „ქრისტიანობა ჩვენს ცხოვრებაში: წარსული, აწმყო, მომავალი“, თბილისი, 2005წ.;

დეკანოზ იოანე ვოზნესენსკის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „საეკლესიო გალობის ტრადიციები: წყაროთმცოდნეობისა და ტექსტოლოგიის პრობლემები“, კიევი, 2008წ.;

ბიზანტინოლოგია საქართველოში-3, ახალციხე, 2009წ.;

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმი, 2009წ.;

ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 2010წ.;

ბიზანტიური მუსიკისა და ჰიმნოგრაფიის ამერიკული საზოგადოების მესამე საერთაშორისო კონფერენცია, ათენი, 2011წ.;

The General Principes of Georgian Neumatic Notation, შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის მუსიკის კონფერენცია, ბირმინგემის უნივერსიტეტი, ინგლისი, 2014წ.

 

ტელეფონი:  599 71 57 04

ელ.ფოსტა:  ekaterineoniani@galoba.edu.ge

 

Share Button