ელდარ ბუბულაშვილი

eldar bubulashvili

დაიბადა 1958 წლის 3 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონში.

განათლება:

1982 წელს დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეეტი.

2006 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადისერტაციო ნაშრომი: „საქართველოს ეკლესია ეგზარქოსობის დროს“.

2012 წელს არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

შრომითი საქმიანობა:

 

1983-85 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონის ერედის არასრული საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად.

1990 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1990 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად და დოქტორანტურის ხელმძღვანელად.

სამეცნიერო შრომები:

  1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, თბილისი, 2002წ;
  2. ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ეკლესიის საკითხები, თბილისი, 2003წ;
  3. საქართველოს სამოციქულო ეკლესია, თბილისი, 2007წ;
  4. სვეტიცხოველი, თანაავტორი, თბილისი, 2010წ;
  5. მიხეილ თამარაშვილი — საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998წ;
  6. კირიონ მეორე, როგორც სიძველეთა მკვლევარი, საქართველოს საპატრიარქო, 1999წ;
  7. ზაქარია ჭიჭინაძე და ქართველი კათოლიკენი, შსს აკადემიის სამეცნიერო შრომები, თბილისი, 2000წ;
  8. ილია ჭავჭავაძე და ქართველი კათოლიკენი, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომების კრებული, თბილისი, 1999წ;
  9. ქართული საეკლესიო საგალობლები ეგზარქოსობის პერიოდში, ქართული საეკლესიო გალობა, ერი და ტრადიცია, თბილისი, 2002წ;
  10. ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა და მისი შედეგები (მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი), „რელიგია“, თბილისი, 2003წ;
  11. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მხედრობა, საერთაშორისო კონფერენცია ეკლესია და საზოგადოება, თბილისი, 2004წ;
  12. ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე, „რელიგია“, თბილისი, 2004წ;
  13. ეგზარქოს პავლე ლებედევის ანტიქართული მოღვაწეობა, 1882-1887 წლები, საისტორიო მოამბე, თბილისი, 2004-05 წლები;
  14. ქართველი სამღვდელოება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, „რელიგია და რწმენა“,თბილისი, 2006წ;
  15. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების იატორიიდან, „რელიგია“, თბილისი, 2006წ;
  16. საქართველოს სამოციქულო ეკლესია, თბილისი, 2008წ;
  17. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ანთიმოზ ივერიელი, „რელიგია“, თბილისი, 2008წ;
  18. აკაკი წერეთელი და საქართველოს ეკლესიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, „ანალები“, თბილისი, 2011წ;
  19. ქართლ-კახეთის ეპარქია ეგზარქოსობის დროს, „ინტელექტი“, თბილისი, 2012წ;
  20. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლეონიდე  ოქროპირიძის ეპისტოლარული  მემკვიდრეობა, „ანალები“, თბილისი, 2013წ;
  21. ქართული ეკლესია–მონასტრები –სულიერებისა და კულტურის ცენტრები, სრ. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისათვის, თბ., 2014წ.

 

ტელეფონი:  555 18 16 11

ელ.ფოსტა:   eldarbubulashvili@galoba.edu.ge

Share Button