ზაალ წერეთლის სახელოსნო

11392782_833835280029800_4581767560789069601_n

ზაალ წერეთელი —  სახელოსნოს ხელმძღვანელი

დაიბადა 1962 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში.

განათლება:
1972-78 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის მე-4 მუსიკალურ სკოლაში.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა:
1988-2007 წლებში — თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი, ხოლო 2007 წლიდან — რეგენტი;
2006 წლიდან მუშაობს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწალებელში პედაგოგად;
გამოქვეყნებული ნაშრომები:

  1. The Automatic Recognition of Musical instruments, Proceeding of the Institute of Acoustcs, Edinbourgh, International Symposium in Musical Acoustics ISMA′97 (vol. 19, part 5, book 2, pp. 485-488), 1997 ;
  1. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები, დემოკრატიის ქართული ინსტიტუტის გამოცემა ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით, გვ.: 245-265, 1998წ.;
  2. უძველესი ქართული სამგალობლო ნიშნების ინტერპრეტაციის შესაძლებლობა XIX საუკუნის სანოტო ხელნაწერების მიხედვით, ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, 2004წ.;
  3. ძველი ქართული ნევმური სისტემის გაშიფვრა და პრაქტიკაში დანერგვის გზები, ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, 2008წ.;
  4. სვეტიცხოვლის სკოლა, სანოტო კრებული, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2012წ.;
  5. სამი ნევმირებული კანონი, ნევმირებული სანოტო კრებული, გამომცემლობა „სპეკალი“, 2013წ.;
  6. გვიანდელი ნევმური სისტემის შემოქმედის მონასტრისეული ვერსიის მოდიფიკაცია, წმ. გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, კონსერვატორია, 2013წ.;
  7. ქართული ტრადიციული ბგერათრიგის შესახებ, ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი, 2014წ.;
  8. 9. The Empirical Research of Georgian Sound Scale, International Association of Music Libraries, Archives and Documentation Centers (IAML,) International Musicological Society (IMS) Congress, „Music Research in the Digital Age“, New York, USA 21, 26 June 2015, The Juilliard School, 2015.
  9. გალობანი სინანულისანი თქმულნი დავით მეფისანი – ნევმირებული, თბილისი, 2016 წ.

ტელეფონი: 577 59 55 94,  2 59 54 17
ელ.ფოსტა: z.tsereteli@eqe.ge

 
საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტები:

shughliashvili 2

დავით შუღლიაშვილი

დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს ქ. მოსკოვში.

განათლება:

1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.

2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში“ და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მუსიკოლოგიის დოქტორის ხარისხი.

შრომითი საქმიანობა:

1988 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრის თანამშრომელი, ხოლო 1998 წლიდან — ხალხური შემოქმედების კათედრის მოწვეული სპეციალისტი;

1988 წლიდან გალობს თბილისის ანჩისხატის ტაძარში;

1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსად.

გამოქვეყნებული შრომები:

  1. ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის, „ხელოვნება“,№10, თბილისი, 1991წ.;
  2. ქართული სამგალობლო სკოლები და ტრადიციები, თბილისი, 2002წ.;
  3. აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის შესახებ , ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2004წ.;
  4. ქართული გალობა „თერთმეტი მარგალიტი“, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, თბილისი, 2004წ.;
  5. ქართული ხალხური სიმღერები ანჩისხატის გუნდის რეპეერტუარიდან, თბილისი, 2005წ.;
  6. შესვლადი ქართულ საეკლესიო გალობაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006წ.;
  7. რვახმის სისტემის სტრუქტურული თავისებურებები ქართულ გალობაში, კავკასიის მაცნე, თბილისი, 2006წ.;
  8. ქართული საეკლესიო გალობა, შემოქმედის სკოლა, არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერების მიხედვით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006წ.;
  9. არატიპური ელემენტები ქართულ ხალხურ სიმღერაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2008წ.;
  10. „უსიტყვო“ მრავალხმიანობა ქართულ ტრადიციულ მუსიკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2010წ.;
  11. Similarities and Differences in the Georgian Chant School Traditionc Theory and Practice. Proceedings of the Fourth International Conference on Ortodox Church Music University of Joensuu Finland, 2011წ.;
  12. ოთარ ჩიჯავაძის მიერ დატოვებული ერთი ხელნაწერის შესახებ (წიგნში: ოთარ ჩიჯავაძე 90), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2011წ.;
  13. საგალობლები სანოტო ხელნაწერთა არქივიდან, სვეტიცხოვლის სკოლა, (თანაავტორი ზ. წერეთელი), ტ.I, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012წ.;
  14. ქართული საგალობლების ხელნაწერთა აღწერილობა და ანბანური კატალოგი, წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძე) და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სანოტო ხელნაწერების მიხედვით (თანაავტორები: ვ. გვახარია, ნ. რაზმაძე), თბილისი, 2013წ.;
  15. ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა, საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრი, თბილისი, 2014წ.

 

ტელეფონი:  599 25 46 45

ელ.ფოსტა:  davitshugliashvili@galoba.edu.ge

 

 

1412298_683004921718653_1214431998_o

ლევან ვეშაპიძე

დაიბადა 1973 წლის 17 აგვისტოს საჩხერეში.

განათლება:

1996 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნეობის და კლარნეტის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა:

1996 წლიდან დღემდე არის ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის, ხოლო 1998 წლიდან — ანსამბლ „ქართული ხმები“-ს წევრი;

1998-1999 წლებში მუშაობდა კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების განყოფილებაში;

1999 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრში, 2014 წლიდან — საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

გამოქვეყნებული შრომები:

  1. ქართული საგალობლები — გელათის სკოლა (მ. ერქვანიძესთან ერთად), თბილისი, 2003წ.;
  2. გურული ხალხური სიმღერების სანოტო კრებული, თბილისი, 2006წ.

 

 ტელეფონი:  599 57 45 96

ელ.ფოსტა:  levanveshapidze@galoba.edu.ge

 

 

Share Button