ზურაბ წკრიალაშვილი

10712911_846580868699649_6808393259494043891_n

დაიბადა 1980 წლის 1 ოქტომბერს ქ. თბილისში.

1989-1996 წლებში იყო ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვე“-ს წევრი.

განათლება:

1997-2001 წლებში სწავლობდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №3 სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი.

2007 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი, ხოლო 2009 წელს გახდა აკადემიური გუნდის დირიჟორობის მაგისტრი.

შრომითი საქმიანობა:

2000 წლიდან დღემდე არის თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის ვაჟთა საპატრიარქო მგალობელთა გუნდის წევრი;

2000-2002 წლებში იყო ფოლკლორულ ანსამბლ „კოლხეთი“-ს ხელმძღვანელი და ლოტბარი;

2002-2013 წლებში — საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანი“-ს წევრი და ხელმძღვანელის თანაშემწე;

2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა მგალობელთა გუნდს;

2011 წლიდან დღემდე არის კიკეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლის გუნდის პედაგოგი;

2013 წლიდან დღემდე სსიპ ანსამბლ „ბასიანი“-ს დირექტორია.

 

ტელეფონი:  593 21 64 61

ელ.ფოსტა:  zurabtskrialashvili@galoba.edu.ge

 

 

Share Button