მაკა ხარძიანი

1890500_4739550463323_2768769883070850382_o

დაიბადა 1973 წლის 5 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება:

1997 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტი.

2010 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მუსიკოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადისერტაციო ნაშრომი: „ნადირობის თემა სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში“.

შრომითი საქმიანობა:

1998-2001 წლებში მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის ლაბორანტად;

1999-2004 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედებისა და ქართული მუსიკის ისტორიის პედაგოგი;

1998-2010 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის I სამუსიკო გიმნაზიის მუსიკალური ლიტერატურის პედაგოგი;

2001-2002 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია;

2002 წლიდან დღემდე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ტმკსც) სპეციალისტი, ტმკსც-ს მიერ მოწყობილი პერიოდული საერთაშორისო სიმპოზიუმების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და ტმკსც-ს პერიოდული ვებ-ბიულეტენის რედაქტორია;

2012 წლიდან დღემდე მიჰყავს ტმკსც-ს მიერ ინიცირებული „ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მოკლევადიანი კურსი“ უცხოელი სტუდენტებისათვის;

2004 წლიდან დღემდე არის ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ „ნანინა“-ს წევრი.

სამეცნიერო პუბლიკაციები:

  1. მრავალხმიანობის ტიპის განსაზღვრისა და სამხმიანობის წარმოშობის საკითხისათვის სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში, ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული, თბილისი, 2002წ;
  2. სამონადირეო ტრადიციების ასახვა სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული, თბილისი, 2004წ;
  3. სვანური სამონადირეო სიმღერები, ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული, თბილისი, 2008წ;
  4. სვანური სამონადირეო მუსიკალური ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ასპექტები, ჟურნალი „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“, თბილისი, 2009წ;
  5. სამხმიანი სიმღერების გაერთხმიანების საკითხისათვის ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული, თბილისი, 2010წ;
  6. ერთი სიმღერის ისტორია: „დალა კოჯას ხელღვაჟალე“, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, №8,  2010წ;
  7. ქართული სიმღერის მოამაგეები: კარლო ურუშაძე, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, №9,  2010წ;
  8. ერთი სიმღერის ისტორია: „შაო ყურშაო“, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, №12,  2012წ;
  9. ერთი სიმღერის ისტორია: „ურმული“,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, №14,  2013წ;
  10. ერთი სიმღერის ისტორია: „ჩოჩხათურა“,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, №16, 2014წ.

 

 ტელეფონი:  555 23 27 42

ელ.ფოსტა:  makakhardziani@galoba.edu.ge

Share Button