მალხაზ ერქვანიძე

erkvanidze 4

დაიბადა 1963 წლის 24 ნოემბერს სამტრედიის რაიონის დაბა კულაში.

განათლება:

1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.

2014 წელს დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების ისტორია და ქართული მუსიკალური სისტემა“ და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი.

შრომითი საქმიანობა:

1988-2007 წლებში — ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი;

1991 წლიდან დღემდე არის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საეკლესიო გალობის პედაგოგი;

1993 წლიდან დღემდე — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის მასწავლებელი;

არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სამგალობლო ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი;

2006 წლიდან — ანსამბლ „სახიობა“-ს და თბილისის მამა დავითის სახელობის ტაძრის გუნდის ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

  1. ქართული მრავალხმიანობის ბუნების შესახებ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
  2. ქართული მრავალხმიანობის ბუნება, ფორმათა ერთიანობის შესახებ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001წ.;
  3. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.I, (მწუხრის, ცისკრისა და წირვის საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2001წ.;
  4. ეკრძალე თავსა შენსა (საეკლესიო გალობის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული), საეკლესიო გალობის ცენტრი, თბილისი, 2002წ.;
  5. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.II, (თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2002წ.;
  6. ქართული მრავალხმიანობის ბგერათა წყობა (პრობლემები და მოსაზრებები), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2003წ.;
  7. ქართული ტრადიციული მუსიკა, თბილისი, 2003წ.;
  8. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.III, (მწუხრის, ცისკრისა და წირვის საგალობლები, ქართლ-კახური კილო), თბილისი, 2004წ.;
  9. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.IV, (მარხვის და აღდგომის საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2004წ.;
  10. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.V, (წმ. იოანე ოქროპირის წირვა, გელათისა და შემოქმედის სკოლები), თბილისი, 2008წ.;
  11. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.VI, (ღვთისმშობლისა ცდა იესუ ტკბილის საგალობლები, მღვდლად კურთხევის, ქორწინების და პანაშვიდის საგალობლები), თბილისი, 2011წ.;
  12. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.VII, (თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა, დიდი მარხვისა და ზატიკის საგალობლები, აღმოსავლეთის სკოლა), თბილისი, 2014წ.;

გამოცემული აქვს 30-მდე ალბომი, წაკითხული აქვს ლექციები ქართული მუსიკალური სისტემის შესახებ ბოსტონის კონსერვატორიაში, კემბრიჯის უნივერსიტეტის ტაძარში, სორბონის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ტელეფონი:  579 71 09 06,   599 72 65 46

ელ.ფოსტა:   malkhazerkvanidze@galoba.edu.ge

Share Button