მალხაზ ერქვანიძის სახელოსნო

erkvanidze 4

დაიბადა 1963 წლის 24 ნოემბერს სამტრედიის რაიონის დაბა კულაში.

განათლება:

1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.

2014 წელს დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების ისტორია და ქართული მუსიკალური სისტემა“ და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი.

შრომითი საქმიანობა:

1988-2007 წლებში — ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი;

1991 წლიდან დღემდე არის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საეკლესიო გალობის პედაგოგი;

1993 წლიდან დღემდე — ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის მასწავლებელი;

არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სამგალობლო ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი;

2006 წლიდან — ანსამბლ „სახიობა“-ს და თბილისის მამა დავითის სახელობის ტაძრის გუნდის ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

  1. ქართული მრავალხმიანობის ბუნების შესახებ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
  2. ქართული მრავალხმიანობის ბუნება, ფორმათა ერთიანობის შესახებ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2001წ.;
  3. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.I, (მწუხრის, ცისკრისა და წირვის საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2001წ.;
  4. ეკრძალე თავსა შენსა (საეკლესიო გალობის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული), საეკლესიო გალობის ცენტრი, თბილისი, 2002წ.;
  5. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.II, (თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2002წ.;
  6. ქართული მრავალხმიანობის ბგერათა წყობა (პრობლემები და მოსაზრებები), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 2003წ.;
  7. ქართული ტრადიციული მუსიკა, თბილისი, 2003წ.;
  8. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.III, (მწუხრის, ცისკრისა და წირვის საგალობლები, ქართლ-კახური კილო), თბილისი, 2004წ.;
  9. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.IV, (მარხვის და აღდგომის საგალობლები, გელათის სკოლა), თბილისი, 2004წ.;
  10. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.V, (წმ. იოანე ოქროპირის წირვა, გელათისა და შემოქმედის სკოლები), თბილისი, 2008წ.;
  11. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.VI, (ღვთისმშობლისა ცდა იესუ ტკბილის საგალობლები, მღვდლად კურთხევის, ქორწინების და პანაშვიდის საგალობლები), თბილისი, 2011წ.;
  12. ქართული საეკლესიო გალობა, ტ.VII, (თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა, დიდი მარხვისა და ზატიკის საგალობლები, აღმოსავლეთის სკოლა), თბილისი, 2014წ.;

გამოცემული აქვს 30-მდე ალბომი, წაკითხული აქვს ლექციები ქართული მუსიკალური სისტემის შესახებ ბოსტონის კონსერვატორიაში, კემბრიჯის უნივერსიტეტის ტაძარში, სორბონის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ტელეფონი:  579 71 09 06,   599 72 65 46

ელ.ფოსტა:   malkhazerkvanidze@galoba.edu.ge

 საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტები:

 

kovzaishvili

 

ბექა კოვზიაშვილი

დაიბადა 1988 წელის 3 მაისს, ქალაქ თბილისში.

განათლება

1995-2002 წლებში სწავლობდა ე.მიქელაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში, საფორტეპიანო განყოფილება ფორტეპიანოს სპეციალობით.

2003-2007 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის სპეციალობით.

2007 წლიდან დღემდე არის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი.

2009-2013 წლებში სწავლობდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ,საეკლესიო მუსიკის სპეციალისტი.

შრომითი საქმიანობა

2007 წლიდან დღემდე არის ფოლკლორული ანსამბლის „სახიობა“-ს წევრი.

2009-2010 წლებში იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი.

2010-2012 წლებში იყო დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის, მგალობელთა გუნდის რეგენტი

2013-წლიდან დღემდე არის ჟვართამაღლების ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი.

2013 წლიდან დღემდე არის შ.პ.ს. „ჯი-ემ-თი მთაწმინდა“ფუნიკულიორის თანამშრომელი, მუსიკოსი.

2016 წლიდან დღემდე არის ფოლკლორული ანსამბლის „უსახელაური“-ს ხელმძღვანელი.

 

ტელეფონი: 595 25 24 01

ელ-ფოსტა: bekakovziashvili@gmail.com

 

 

გოჩა ბიძინაშვილი

დაიბადა 1990 წლის 23 ივლისს ქალაქ თელავში.

2000-2005 წლებში იყო ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ „პატარა კახი“-ს წევრი.

განათლება:

2013 წელს დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.

შრომითი საქმიანობა:

2005-2010 წლებში იყო ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი.

2010-2012 წლებში გალობდა თბილისის ქვაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში,

2010-2012 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ბალავარში“.
2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის მეტეხის ტაძრის მგალობელთა გუნდს.

2013-2016 წლებში გალობდა აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

2013 წლიდან ხელმძღვანელობს თელავის ფოლკლორულ ანსამბლ „პატარა კახს“.

2011-2014 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ჯგუფის წევრი.

2013-16 წლებში იყო ქ. თელავის ნ. სულხანიშვილის სახელობის № 1 სამუსიკო სკოლის სიმღერისა და გალობის მასწავლებელი.

2013 წლიდან იგი არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის გალობის პედაგოგი.

2015 წლიდან იგი არის ქ. თელავის ნ. სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის სიმღერისა და გალობის მასწავლებელი.

2015-17 წლებში იყო სოფ. ალვანის ფოლკლორის სახლის სიმღერისა და გალობის პედაგოგი.

2017 წლიდან ხელმძღვანელობს დედასლევანას სახელობის ფოლკლორულ ანსამბლ შილდას.

2017 წლიდან არის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თელავის სალოტბარო სკოლის რეგენტი.

 

ტელეფონი: 555 46 99 91

Share Button