სამეთვალყურეო საბჭო

სამეთვალყურეო საბჭო
1. უმაღლესი სასწავლებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო;
2. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით;
3. სამეთვალყურეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და ორი წევრისგან:
• თავმჯდომარე – ივანე ჩხარტიშვილი (პირადი ნომერი 01025003134; მისამართი- ქ.თბილისი, მცხეთის ქ. 1-ლი შეს., 1-ლი ჩიხი, №13; დაბადების თარიღი- 30.01.1964წ.);
• წევრი – სესილი გოგიბერიძე (პირადი ნომერი 01018000068; მისამართი – ქ.თბილისი, თარხნიშვილის №9; დაბადების თარიღი-01.12.1961წ.);
• წევრი – ალექსანდრე თორაძე (პირადი ნომერი 01017002186; მისამართი – ქ.თბილისი, თორაძის ჩიხი №3; დაბადების თარიღი – 30.05.1952წ.)
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
5. სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება დანიშვნიდან არაუგვინეს 10 დღისა;
6. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – ერთ-ერთი წევრი) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი;
7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც და ყოველი წლის დეკემბერში არაუგვიანეს 20 რიცხვისა;
8. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა;
9. სამეთვალყურეო საბჭო:
o თვალყურს ადევნებს უმაღლესი სასწავლებლის სახსრებისა და ქონების მიზნობრივ გამოყენებას;
o აკონტროლებს და ამოწმებს უმაღლესი სასწავლებლის ფინანსურ დოკუმენტაციასა და წლიურ ანგარიშებს;
o შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
o მონაწილეობს დაწესებულების საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს, ამტკიცებს საშტატო განრიგს;
o განიხილავს რექტორის მიერ წარდგენილ უმაღლესი სასწავლებლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელს;
o განიხილავს შემოსულ წინადადებებს/საჩივრებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
o საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს-დადგენილებებს;

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“-ს წესდება, თავი II, მუხლი 7

Share Button