ხარისხის მართვის სამსახური

10662002_1482834375308590_7153089437342518025_o

ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი  —  გიორგი ნატროშვილი

ტელეფონი: 599 72 86 30

ელ.ფოსტა: giorginatroshvili@galoba.edu.ge

 

 

  1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და ავტორიზაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით;
  2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი;
  3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებითა და უმაღლესი სასწავლებლის სხვა სამართლებრივი აქტებით;
  4. ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად უმაღლესი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ხელს უწყობს და უზრუნველყოფს:
    • შიდა და გარე შეფასების პროცედურების კოორდინაციას, რომელთა მიზანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
    • უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების განხილვასა და რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენას;
    • უმაღლეს სასწავლებელში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის, მექანიზმებისა და პროცედურების, სწავლებისა და კვლევის შეფასების წესების შემუშავებას და რექტორთან დასამტკიცებლად წარდგენას;
    • რეკომენდაციების წარდგენას საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისთვის და ფაკულტეტის დეკანისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის შესახებ, მათი ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის საფუძველზე;
    • თვითშეფასების კითხვარის შემუშავებას და აღნიშნული კითხვარის ანალიზის საფუძველზე, რეკომენდაციების წარდგენას უმაღლესი სასწავლებლის ფაკულტეტის წინაშე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
    • სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (კრედიტები, მოდულები და ა.შ.) დანერგვის ორგანიზებას;
    • კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის კურიკულუმის შემუშავებასთან და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;
    • უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობის დადგენას ავტორიზაციის სტანდარტებთან და რეკომენდაციების წარდგენას ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;
    • ავტორიზაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
    • თვითშეფასების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი“-ს  წესდება, თავი II, მუხლი 10

 

Share Button