მისაღები გამოცდის პროგრამა უცხო ენაში (ინგლისური)

გამოცდის ფორმა: წერა ზეპირი (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად)

საგამოცდო პროგრამა მოიცავს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას და კითხვისა და წერის უნარ-ჩვევებს. გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნა მოწმდება კითხვითი და წერითი დავალებებით. მაგალითად, ლექსიკის ცოდნა მოწმდება კითხვის უნარ-ჩვევის შესამოწმებელი სავარჯიშოების საშუალებით. გრამატიკის ცოდნა კი – წერითი სავარჯიშოებით. მოსმენისა და მეტყველების უნარ-ჩვევების შემოწმება ამ ეტაპზე არ ხდება.

საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ენის ასპექტების, ლექსიკისა და ენობრივი უნარ-ჩვევების დეტალური აღწერა შემდეგია:

გ რ ა მ ა ტ ი კ ა

მორფოლოგია

  • არსებითი სახელი: კონკრეტული და აბსტრაქტული, თვლადი და უთვლადი, კრებითი; არსებითი სახელის რიცხვი და ბრუნვა.
  • არტიკლი: განსაზღვრული და განუსაზღვრელი; არტიკლის გამოყენების ძირითადი წესები; ნულოვანი არტიკლი.
  • ზედსართავი სახელი: შედარების ხარისხები; not so/as ….. as.
  • რიცხვითი სახელი: რაოდენობითი და რიგობითი; მარტივი და რთული.
  • ნაცვალსახელი: პირის, ჩვენებითი, კუთვნილებითი, კითხვითი, უკუქცევითი, ემფატური, მიმართებითი, განუსაზღვრელობითი, ურთიერთობითი.
  • ზმნა: პირიანი და უპირო; გარდამავალი და გარდაუვალი; წესიერი და არაწესიერი; სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე; მაერთი ზმნები; ფრაზული ზმნები; ზმნის ოთხი ფორმა.
  • ზმნის დროები მოქმედებით გვარში: Present, Past, Future Simple; Present, Past, Future Continuous; Present, Past, Future Perfect; Present, Past Perfect Continuous; Future in the Past.
  • ზმნის დროები ვნებით გვარში: Present, Past, Future Simple; Present, Past Continuous; Present, Past Perfect.
  • ზმნის უპირო ფორმები: ინფინიტივის, გერუნდივის, აწმყო და წარსული დროის მიმღეობების მარტივი ფორმები.
  • მოდალური ზმნები და ეკვივალენტები: can, could, be able to; may, might; must, have to, be to; should; would.
  • ზმნიზედა: დროის, ადგილის, ვითარების, ხარისხის, სიხშირის; ზმნიზედის შედარების ხარისხები.
  • წინდებული: in, on, at, by, about, behind, of, from, after, before, under, through, above და ა.შ.
  • კავშირები და მაკავშირებელი სიტყვები: and, if, or, that, who, what, which, how, but, whether, though და ა.შ.
  • კონსტრუქციები: there is / there are; It is; be going to; used to ტიპისა.

 

სინტაქსი

  • თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებები.
  • მარტივი და შერწყმული წინადადებები.
  • რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები.
  • პირობითი წინადადებები: რეალური პირობითი წინადადება (Conditional I): If I have time, I will help you ტიპისა, და არარეალური პირობითი წინადადება (Conditional  II): If I had time, I would help you / If I were you, I would do it ტიპისა.
  • კითხვითი წინადადებები: Yes/No questions (Is he here?); Wh-questions (Where are you?) და Tag-questions (You speak English, don’t you?).
  • წინადადებები, რომლებიც შეიცავენ I want you to do it, I saw him working, Let me go, Makes me laugh ტიპის რთულ დამატებებს.
  • პირდაპირი და ირიბი თქმა. დროთა თანამიმდევრობა.
  • უპირო წინადადებები.

ლექსიკა

  • ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის II-XII კლასების პროგრამით გათვალისწინებული ენობრივი კომპეტენციის BI დონის ლექსიკა.
  • სიტყვაწარმოება: მარტივი პრეფიქსები (dis-, un-, in-, im-) და სუფიქსები (-er/-or, -sion, -tion, -ity, -ic, -al, -ous).
  • შედგენილი არსებითი და ზედსართავი სახელები home-made, sunflower, blackboard ტიპისა.
  • ფრაზული ზმნები: bring up, get up, look after, look for, see off, switch off, run into, think over ტიპისა.
Share Button