მიხეილ ედიშერაშვილი

10996070_639988032802867_208209522512903761_o

დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს ქ. რუსთავში.

განათლება:

1995-99 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის ხელოვნების სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განხრით;

2003 წელს დაამთავრა  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია გუნდის დირიჟორის სპეციალობით;

2005 წელს — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა;

2005-08 წლებში გაიარა — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტურა-სტაჟირების სრული კურსი აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობით.

 

შრომითი საქმიანობა:

1997 წლიდან დღემდე არის ფოლკლორულ ანსამბლ „მე რუსთველი“-ს წევრი;

1997-2006 წწ. — რუსთავის მთავარანგელოზ მიქაელის სახ. ტაძრის მგალობელი;

2000 წლიდან დღემდე — ნ. სულხანიშვილის სახ. ეროვნული მუსიკალური კაპელის წევრი;

2000-2004 წწ. — თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მსახიობი;

2004 წლიდან დღემდე არის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის ხელმძღვანელი;

2006-11 წწ. — ქ. რუსთავის იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს მგალობელი;

2008-2013 წწ., —  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი;

2011 წლიდან დღემდე — ქ. რუსთავის სიონის ტაძრის მგალობელი;

2013 წლიდან დღემდე — თბილისის ე. მიქელაძის სახ. მეორე ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 2013 წლიდან — ასოცირებული პროფესორი.

 

ტელეფონი:  595 98 01 10

ელ.ფოსტა:  mishaedisherashvili@gmail.com

Share Button