მურმან სუხიშვილი

10745059_10202089406676616_367811011_n

დაიბადა 1942 წლის 12 ნოემბერს ქ. თბილისში.

განათლება:

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების სპეციალობით.

1967-70 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1979 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალობით.

1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სტატიკური ზმნები ქართულში“, ხოლო 1999 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „გარდამავლობა, ერგატიულობა და გვარი ქართულში“.

შრომითი საქმიანობა:

1971-2002 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი, 1980 წლიდან  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2002-2006 წლებში ქართველურ ენათა განყოფილების გამგე;

1999-2005 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე;

2006 წლიდან დღემდე არის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

პუბლიკაციების სია:

  1. სტატიკური ზმნები ძველ ქართულში, მაცნე, №6, 1970წ.;
  2. სტატიკური ზმნები ქართულში, მონოგრაფია, თბილისი, 1976წ.;
  3. Статические глаголы в грузинском и абхазском языках, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, თბილისი, 1977წ.;
  4. მყოფადის წარმოება და სტატიკურ ზმნათა პარადიგმა ქართულში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XX, თბილისი, 1978წ.;
  5. კოტე დოდაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, III, თბილისი, 1978წ.;
  6. პიროვნებისა და ნივთის სემანტიკური გარჩევის ერთი შემთხვევისათვის ქართულში, კრებული: ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საკითხები, თბილისი, 1980წ.;
  7. ერთი სიტყვის კვალდაკვალ, ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №1, თბილისი, 1980წ.;
  8. მოქმედებითი და ვნებითი გვარის წარმოებისა და სემანტიკის ზოგიერთი საკითხი ქართულში, კრებული: ნარკვევები კავკასიურ ენათა მორფოლოგიიდან, თბილისი, 1980წ.;
  9. გარდაუვალ უგვარო ზმნათა სემანტიკისათვის ქართულში, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, V, თბილისი, 1981წ.
  10. Л. Ш. Геленидзе, Лексика связанная с анатомией и физиологией человека в древнегрузинском языке, რეცენზია, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, VIII, თბილისი, 1977წ.;
  11. И. К. Керкадзе, Зоологические термины в древнегрузинском языке, რეცენზია, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, VIII, თბილისი, 1977წ.;
  12. მკვიდრი, ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №3, თბილისი, 1984წ.;
  13. ერთი ქართველური შესატყვისობის შესახებ, კრებული: საენათმეცნიერებო ძიებანი, თბილისი, 1983წ.;
  14. უარყოფითი წარმოების ერთი შემთხვევისათვის ქართულში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, VI, თბილისი, 1984წ.;
  15. ქართული მრწემ-ის სვანური შესატყვისისათვის, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თბილისი, 1985წ.;
  16. ვაშა, ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №3-4, თბილისი, 1985წ.;
  17. სუბიექტური პირის პრეფიქსისათვის ქართველურ ენებში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXV, თბილისი, 1986წ.;
  18. გარდამავალი ზმნები ქართულში (სისტემისა და ისტორიის ზოგი საკითხი), თბილისი, 1986წ.;
  19. ჩვენი დედა, ჩვენი ენა, ჩვენი ლექსი ქართული, ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №4, თბილისი, 1986წ.;
  20. ორი ქართული ფუძის სვანური შესატყვისის შესახებ, ეტიმოლოგიური ძიებანი, თბილისი, 1987წ.;
  21. ქართველური ლექსიკიდან, ეტიმოლოგიური ძიებანი, თბილისი, 1988წ.;
  22. „წველის“ აღმნიშვნელი სვანური „ლიშგი“ ტერმინისათვის, ეტიმოლოგიური ძიებანი, თბილისი, 1989წ.;
  23. ძველი ქართული „ფეშუ“ ფუძის სვანური შესატყვისისათვის, ეტიმოლოგიური ძიებანი, თბილისი, 1990წ.;
  24. უახლოესი ობიექტის დაკარგვის შემთხვევები სვანურში, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, №1, თბილისი, 1988წ.;
  25. უახლოესი ობიექტის გამოტოვება მეგრული გარდამავალი ზმნის შესიტყვებაში, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, №2, თბილისი, 1988წ.;
  26. ძველი ქართულის სხერ ფუძის სვანური შესატყვისისათვის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ქართული ენის კათედრის შრომები, №3, თბილისი, 1997წ.;
  27. სვანური კომპოზიტი შუარ-ბიფხილდ და მასთან დაკავშირებული საკითხები, ეტიმოლოგიური ძიებანი, თბილისი, 1997;
  28. ერთი ტიპის გაორკეცებული სიტყვების შესახებ ქართულში, ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, XI, თბილისი, 1998წ.;
  29. ლა-პრეფიქსიანი მიმღეობის ფორმები მასდარის მნიშვნელობით სვანურში, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, თბილისი, VII, 1998წ.;
  30. მეტყველების სემანტიკის გარდამავალ ზმნათა სინტაქსისათვის, ენათმეცნიერების საკითხები, №1, თბილისი, 1999წ.;
  31. ერგატიული წესის გამოვლენისათვის ქართულში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXXIV, თბილისი, 2000წ.;
  32. ვარჯ ფუძის შესატყვისის ძიებისათვის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ქართული ენის კათედრის შრომები, №5, თბილისი, 2000წ.;
  33. ქართველური ლექსიკიდან, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XI, თბილისი, 2000წ.;
  34. სნეულების აღმნიშვნელი ზოგი ქართველური ფუძის შესახებ, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XIV, თბილისი, 2003წ.;
  35. მედიოაქტიური ზმნები ქართულში, სემანტიკისა და პარადიგმის მიმართება, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შრომები, II, თბილისი, 2003წ.;
  36. ქცევის ფორმანტთა მნიშვნელობის რეინტერპრეტაციისათვის ქართულში, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XV, თბილისი, 2004წ.;
  37. „მყოფობა-მქონებლობის“ გამოხატვისათვის ძველი ქართულის საშუალი გვარის ზმნათა საქცეო სისტემებში, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, IX, თბილისი, 2005წ.;
  38. სემანტიკისა და უღვლილების პარადიგმის მიმართების შესახებ მედიოაქტიურ ზმნებში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXXV, თბილისი, 2005წ.;
  39. მასალები ეტიმოლოგიური ლექსიკონისათვის, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XVII, თბილისი, 2006წ.;
  40. ფშვინვიერ ხშულთა რეგრესულ-დისტანციური დისიმილაციური გამჟღერებისათვის სვანურში, ენათმეცნიერების საკითხები, №1, თბილისი, 2007წ.;
  41. პირდაპირი დამატების საკითხი ძველი ქართულის რთულ ზმნებში, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XIX, თბილისი, 2008წ.;
  42. მედიოაქტივთა საქცეო სისტემის საოპოზიციო ცალების ზოგიერთი გრამატიკული და სემანტიკური თავისებურებების შესახებ, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXXVI, თბილისი, 2008წ.;
  43. გარდამავლობის საკითხი რთულ ზმნებში, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, X, თბილისი, 2009წ.;
  44. ერთი ქართველური სამედიცინო ტერმინის შესახებ: მხუევრი – „მსხმო მუწუკი“, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXXVII, თბილისი, 2009წ.;
  45. ერთი ქართველური ბგერათფარდობის საკითხისათვის, იკე, XXXVIII, თბილისი, 2010წ.;
  46. პასიური და საურთიერთო სემანტიკა გარდაუვალი ზმნის ე-პრეფიქსიან მოდელში, იკე, XXXIX, თბილისი, 2011წ.;
  47. ლეჩხუმური „გელცემულის“ ეტიმოლოგიისათვის, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XXII, თბილისი, 2011წ.;
  48. გუნი „სიყვითლის სენი“ (საბა), ქართული ენის სტრუქტურის საკითხები, XI, თბილისი, 2011წ.;
  49. თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია (სალიტერატურო ენა), (თანაავტორები: გ. გოგოლაშვილი, ა. არაბული, მ. მანჯგალაძე, ნ. ჭუმბურიძე, ნ. ჯორბენაძე), თბილისი, 2011წ. გვ. 420-623;
  50. კაუზატიური სუბიექტის ფუნქციისათვის, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XXIII, თბილისი, 2012წ.;
  51. ერთი საერთოქართველური ზმნური ფუძის ტერმინოლოგიზაციისათვის სვანურში, იკე, თბილისი, 2012წ.;
  52. ქართული ბენძღ-ფუძის მეგრული შესატყვისისათვის, ეტიმოლოგიური ძიებანი, IX, თბილისი, 2012წ.;
  53. ერთი საერთო საფეიქრო ტერმინი ქართულსა და სვანურში, ეტიმოლოგიური ძიებანი, X, თბილისი, 2013წ.;
  54. აქვს, ჰყავს, ზმნათა პრევერბიანი ფორმების გრამატიკული კვალიფიკაცია ახალ ქართულში, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, XII, თბილისი, 2013წ.;
  55. აუსლაუტის -უ დაბოლოების შესახებ ძველ ქართულში, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, XIV, თბილისი, 2013წ.;

აგრეთვე იყო საგამომცემლო ლექსიკონის რედაქტორი (თბილისი, 2002წ.), ინგლისურ-ქართული ინტერნეტ-ლექსიკონის თანაავტორი (http:www.nplg.gov.ge/dictionary), სპორტის ენციკლოპედიის კონსულტანტი (თბილისი, 2006წ.).

საერთაშორისო კონფერენციები:

ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოების XI კოლოკვიუმი, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეეტი, 2002წ.;

არნოლდ ჩოქობავას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი, 1998წ.;

კავკასიოლოგთა VI რეგიონული სამეცნიერო სესია, მაიკოპი, 1975წ.;

კავკასიოლოგთა IX რეგიონული სამეცნიერო სესია, , მახაჩყალა, 1981წ.;

კავკასიოლოგთა XI რეგიონული სამეცნიერო სესია, ნალჩიკი, 1986წ.;

კავკასიოლოგთა XII რეგიონული სამეცნიერო სესია, ჩერქესკი-ყარაჩევსკი, 1988წ.;

კავკასიოლოგთა XIII რეგიონული სამეცნიერო სესია, მაიკოპი, 1990წ.;

 

ტელეფონი:  2 32 15 71

ელ.ფოსტა:  murmansukhishvili@galoba.edu.ge

Share Button