ნინო ნანეიშვილი

37726_1449540250161_7067123_n

დაიბადა 1983 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში.

განათლება:

2006 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კლავიშებიანი საკრავების ფაკულტეტი.

2009 წელს  დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მუსიკოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი.

შრომითი საქმიანობა:

2007-2013 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის სპეციალისტი;

2009 წლიდან დღემდე არის გოგონათა გუნდ „იალონის“  და სასწავლო სტუდია „იალონის“ ხელმძღვანელი;

2010-2011 წლებში იყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის მუსიკის მასწავლებელი

2013-14 წლებში — სკოლა-პანსიონ „მთიების“ მუსიკის მასწავლებელი.

სამეცნიერო შრომები:

  1. მე მანუგეშებდა ჩემი შრომა და მისი ნაყოფი — ფილიმონ ქორიძე, ჟურნ. „მუსიკალური საქართველო“, №3, 2008წ.;
  2. ამჟამად სანთლითაა საძებნი ნამდვილი მესხური სიმღერა, მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, №5, 2006წ.;
  3. ერქომაიშვილების საგვარეულოს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი,  №7, 2007წ.;
  4. ქართული სიმღერის არსი ერთობასა და თანახმიანობაში, გაზ. „რეზონანსი“, №12, 2006წ.;
  5. ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის ფესტივალი ბათუმში, მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, №2, 2005წ.;
  6. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მსახურების ტრადიცია, სტუდენტური სამუსიკისმცოდნეო კონფერენცია-კონკურსის მოხსენებების კრებული, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტამბა, 2009წ.
  7. გამშვენებათა სტრუქტურული ფორმულები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ძლისპირებში, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 2010წ.

 

ტელეფონი:  598 59 08 80,   558 55 88 84

ელ.ფოსტა:   ninonaneishvili@gmail.com

 

Share Button