ნინო ხატიაშვილი

19. ნინო ხატიაშვილი

დაიბადა 1960 წლის 26 ნოემბერს ქ. რუსთავში.

განათლება:

1985 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.

1996 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურა (სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი) მუსიკოლოგის კვალიფიკაციით.

1999 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბარტოკის როლი 60-80-იანი წლების ქართული ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

შრომითი საქმიანობა:

1986-2003 წლებში მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სკოლაში პედაგოგად;

1997-2000 წლებში თბილისის მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგია;

2003 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში უფროს სპეციალისტად.

გამოქვეყნებული შრომები:

  1. ბარტოკისეული სათავეები ს. ცინცაძის საკვარტეტო შემოქმედებაში, თანამედროვე ქართული მუსიკის პრობლემები, შრომების კრებული, თბილისი, 1992წ.;
  2. ბარტოკის როლი 60-იანი წლების ქართული მუსიკის განვითარებაში, ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1994წ.;
  3. ბელა ბარტოკის კვარტეტები, ხელოვნება, 1995წ, №4-5-6, გვ. 47-81;
  4. ბარტოკის როლი 60-80-იანი წლების ქართული მუსიკის განვითარებაში, „ახალი პარადიგმები“, 1999წ. №3, გვ. 125-134;
  5. ავტოგრაფები ელისაბედ ორბელიანის სალონიდან (ხელნაწერი), 2007წ.

 

ტელეფონი:   2 98 34 15

 

Share Button