სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

დამტკიცებულია:

ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება -

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“

რექტორის 2014 წლის 10 სექტემბრის № ო/13 ბრძანებით

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ამ წესის მიზანია განსაზღვროს ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის (შემდგომში – სასწავლებელი) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესი, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება – მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

თავი II. სტუდენტის სტატუსის მოპოვება, შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტა

მუხლი 2. სტუდენტის სტატუსის მოპოვება

  1. საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია სასწავლებლის შიდა გამოცდების შედეგები – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;
  2. საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდების შედეგები.

მუხლი 3. სასწავლო სემესტრები

  1. სასწავლო წელი შედგება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან;
  2. სასწავლო წლის დაწყებამდე რექტორი ბრძანებით განსაზღვრავს სააუდიტორიო მეცადინეობებისა და საგამოცდო პერიოდის ვადებს.

მუხლი 4. სტუდენტის დატვირთვა

  1. სასწავლებლის აკადემიური საქმიანობა წარიმართება ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის საფუძველზე. ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემა სტუდენტზე ორიენტირებული სისტემაა. მისი დანიშნულებაა აკადემიური დატვირთვის ასახვა, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად;
  2. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად;
  3. სტუდენტის დატვირთვა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს;
  4. სტუდენტის დატვირთვა ერთი სემესტრის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 37 კრედიტს.

(ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება)

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები

  1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა;

ბ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

გ) აკადემიური შვებულება;

დ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.

ე) პირადი განცხადება;

ვ) ოჯახური პირობები: სტუდენტის ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლა, ორსულობა და ახალშობილი/მცირეწლოვანი შვილის მოვლა (დოკუმენტურად დადასტურებული);

ზ) სასწავლებლის მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სასწავლებლის შინაგანაწესის საფუძველზე;

თ) სასწავლებლის წესდების, შრომის შინაგანაწესისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ი) 3-ზე მეტი დასკვნითი გამოცდის ვერ ჩაბარება.

  1. (ამოღებულია (სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება));
  2. (ამოღებულია (სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება));
  3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  4. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება სასწავლებლის სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში.
  5. სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.
  6. სტატუსშეჩერებული სტუდენტი წერს განცხადებას უმაღლესი სასწავლებლის რექტორის სახელზე, რომლის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში რექტორის ბრძანებით ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა და ფორმდება ახალი ხელშეკრულება/კონტრაქტი სტატუსის აღდგენის დროს სასწავლებელში არსებული აკადემიური და ადმინისტრაციული პირობებით;
  7. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და სასწავლებლის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 (ცვლილება-სასწავლებლის რექტორის 2014 წლის 29 ოქტომბრის ო/24 ბრძანება)

(ცვლილება-სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება)

 

მუხლი 6. სტუდენტის სტატუსის აღდგენა

  1. 2010 წლის 5 თებერვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მომართოს სასწავლებელს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი;
  2. სასწავლებლიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სტუდენტს სემესტრი განესაზღვრება რექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
  3. სტუდენტის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და სასწავლებლის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

  1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) სასწავლებელში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;

გ) პირადი განცხადება;

დ) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;

ე) სასწავლებლის მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სასწავლებლის შინაგანაწესის საფუძველზე;

ვ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ზ) სასწავლებლის წესდების, შრომის შინაგანაწესისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შეუსრულებელობა.

თ) გარდაცვალება;

ი) საქართველოს კანონმდებოლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

  1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და სასწავლებლის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები

  1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად;
  2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახალი მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III. სტუდენტის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 9. სტუდენტის სტატუსი და უფლება-მოვალეობები

  1. სასწავლებლის სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;

ბ) ისარგებლოს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

გ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლებელში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;

დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგი;

ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, გამოცდების ჩატარების ვადების, აგრეთვე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე;

  1. სასწავლებლის სტუდენტი ვალდებულია:

ა) სტუდენტი ვალდებულია სასწავლებლის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა სავალდებულო საგანი, დაიცვას სასწავლებლის წესდება, შინაგანაწესი, პერიოდულად ეცნობოდეს სასწავლებლის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები;

ბ) გონივრულ ვადაში აცნობოს სასწავლებლის ფაკულტეტს პირად საქმეში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე;

  1. პირს სტუდენტის სტატუსი ენიჭება სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს სასწავლებელთან სამართლებრივი ურთიერთობის ამოწურვამდე;

მუხლი 10. უცხოეთის უსდ-ში მოპოვებული კრედიტების აღიარება

უცხოეთის უსდ-ში მოპოვებული კრედიტების აღიარება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 (ცვლილება-სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება)

 

თავი IV. სტუდენტის მიღწევების შეფასება

მუხლი 11. დასკვნითი გამოცდა

  1. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შესაბამისი საგნის სილაბუსით გათვალისწინებულ კომპონენტებში დაგროვებული და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულა;
  2. 11. დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება სტუდენტი, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერის, საეკლესიო მუსიკის (გალობა), სალოტბარო ხელოვნებისა და დირიჟორობის საფუძვლების საგანებში გაცდენილი აქვს საკონტაქტო საათების 1/3-ზე მეტი, ხოლო დანარჩენ საგნებში – 1/2-ზე მეტი (გაცდენები დაითვლება თითოეულ საგანში ცალ-ცალკე). სტუდენტი დავალიანებულ საგანს აღადგენს სასწავლებელში არსებული წესის შესაბამისად;
  3. სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:

ა) გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტის მოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სასწავლებლის მიერ დადგენილ სტუდენტის ქცევის წესებთან;

ბ) დასკვნით გამოცდაზე ქულათა 50%-ის ან ნაკლების მიღება.

  1. დამატებით გამოცდაზე გასვლის პირობები:

ა) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და ამ მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი;

ბ) სადიპლომო ნაშრომი (შემოქმედებითი პროექტი) საბაკალავრო ნაშრომის/გამოსაშვები გამოცდის ან სამაგისტრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში (F/FX), მისი ხელმეორედ გამოცდაზე/დაცვაზე წარდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;

გ) სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მომდევნო სემესტრში სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაცვაზე დამატებით გასვლა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და ამ მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით;

დ)41-50 ქულის (FX) შეფასების პირობებში ან/და ძირითად გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომელსაც დაგროვებული აქვს არანაკლებ 41 ქულისა, ავტომატურად ეძლევა შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება;

ე) (ამოღებულია – სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება));

ვ) თუ სტუდენტმა 3-ზე მეტი დასკვნითი გამოცდა ვერ ჩააბარა, მას უჩერდება სტუდენტის სტატუსი. არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იგი აღიდგენს სტუდენტის სტატუსს შესაბამის სემესტრში და ხელახლა გადის, მხოლოდ დავალიანებული საგნის სილაბუსით გათვალისწინებულ პროგრამას;

ზ) სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება მიმდინარე სემესტრის საგამოცდო პერიოდში, რექტორის ბრძანებით დამატებითი გამოცდებისთვის დადგენილ ვადებში;

თ) ძირითად და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა.

  1. სტუდენტისთვის გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა:

ა) ძირითად ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აღნიშნული გამოცდებისთვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი;

ბ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისთვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო, ეკლესიის და/ან სასწავლებლის ინტერესი, ან როდესაც დასტურდება გამოცდაზე გამოცხადების ფიზიკური შეუძლებლობა. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს სასწავლებლის რექტორი.

(ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება);

(ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2016 წლის 25 იანვრის ო/02 ბრძანება);

(ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2017 წლის 09 მარტის ო/12 ბრძანება);

(ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2018 წლის 10 სექტემბრის ო/32 ბრძანება)

 

 მუხლი 111. სემინარი და შუალედური გამოცდა

  1. არასაპატიო მიზეზით (სამედიცინო ცნობის გარეშე) გაცდენილი შუალედური შეფასების კომპონენტებიდან სტუდენტს შეუძლია აღადგინოს სემესტრში მხოლოდ ერთი კომპონენტი მაქსიმუმ სამ საგანში, საპატიო მიზეზით (სამედიცინო ცნობით – არაუმეტეს 21 სასწავლო დღე სასწავლო სემესტრში და მაქსიმუმ 5 სასწავლო დღე სასწავლო სემესტრში საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი ახსნა-განმარტების საფუძველზე სხვა საპატიო მიზეზით) გაცდენის შემთხვევაში, კი ყველა საგანში, აგრეთვე მხოლოდ ერთი კომპონენტი;
  2. გაცდენილი შუალედური შეფასების კომპონენტის აღდგენა შესაძლებილია აღდგენებისთვის განსაზღვრულ პერიოდში დასკვნით გამოცდებამდე;
  3. დაუშვებელია სემინარისა და შუალედური გამოცდის აღდგენა დასკვნითი გამოცდის დღეს.

 (ცვლილება-სასწავლებლის რექტორის 2014 წლის 29 ოქტომბრის ო/24 ბრძანება)

 (ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება)

 (ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2017 წლის 09 იანვრის ო/03 ბრძანება)

 (ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2018 წლის 10 სექტემბრის ო/32 ბრძანება)

 

 მუხლი 112. სადიპლომო ნაშრომი (შემოქმედებითი პროექტი)

სადიპლომო ნაშრომის (შემოქმედებითი პროექტი) შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით, კომპონენტებს შორის შემდეგი ქულობრივი გადანაწილებით:

  • საეკლესიო გალობა – 40%;
  • ხალხური სიმღერა – 30%;
  • სალოტბარო ხელოვნება – 30%.

 (ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის №21 ბრძანება)

მუხლი 12. სტუდენტის მიღწევების შეფასება

  1. სტუდენტის აკადემიური მიღწევების შეფასება მრავალკომპონენტიანია და ფასდება 100-ქულიანი სისტემით;
  2. სტუდენტის აკადემიური მიღწევების შეფასების წესი:

 

ქულათა მაქიმალური რაოდენობიდან შეფასება შეფასების

კვალიფიკაცია

90%-ზე მეტი
  • „ფრიადი“
დადებითი
81-90%
  • „ძალიან კარგი“
დადებითი
71-80%  (C) „კარგი“ დადებითი
61-70%  (D) „დამაკმაყოფილებელი“ დადებითი
51-60%  (E) „საკმარისი“ დადებითი
41-50%  (FX) „ვერ ჩააბარა“ უარყოფითი
40 და ნაკლები  (F) „ჩაიჭრა“ უარყოფითი
  1. დასკვნითი და შესაბამისი დამატებითი გამოცდის ჩატარების ფორმაა წერითი ან/და ზეპირი გამოცდა;
  2. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით;
  3. თუ სასწავლო კურსის შეფასებას ახდენს რამდენიმე გამომცდელი, საბოლოო შეფასება გამოითვლება მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით.

(ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება)

თავი V. აკადემიური ხარისხის მინიჭება

მუხლი 13. აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭება

უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია. აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად ანიჭებს ფაკულტეტი/ფაკულტეტის საბჭო.

(ცვლილება – სასწავლებლის რექტორის 2015 წლის 09 სექტემბრის ო/21 ბრძანება)

მუხლი 14. დიპლომი/მოწმობა

  1. აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას ადასტურებს სასწავლებლის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და სასწავლებლის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი დანართითურთ;
  2. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.

 

თავი VI. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 15. წესის ძალაში შესვლა

ეს წესი ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

Share Button