ბაკალავრიატი

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 475 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საეკლესიო მუსიკის საღვთისმეტყველო  საგანმანათლებლო პროგრამას უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი).

ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის N92/ნ ბრძანებით დამტკიცებული “მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის“ შესაბამისად.

ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი

 

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში“ (შემდეგში – უმაღლესი სასწავლებელი) საეკლესიო მუსიკის ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდეგში – საგანმანათლებლო პროგრამა) სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის უფლების მქონე პირი

 

ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.

 

მუხლი 3. ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

 

  1. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული უმაღლესი სასწავლებლის შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის  ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;
  2. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:
  • საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა – (გამოცდის ფორმა-ზეპირი);
  • მუსიკის თეორია – (გამოცდის ფორმა – წერა-ზეპირი);
  • საქართველოს ისტორია – (გამოცდის ფორმა – ზეპირი);
  • ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) – (გამოცდის ფორმა – გასაუბრება).
  1. შიდა გამოცდების პროგრამები, რეგლამენტი და თარიღი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის რექტორის აქტით;
  2. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და შედეგების შეფასების მიზნით უმაღლეს სასწავლებელში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე რექტორის აქტით იქმნება შესაბამისი საგნობრივი საგამოცდო კომისიები;
  3. თითოეული შიდა გამოცდა ფასდება 100-ქულიანი სისტემით. დადებით შეფასებად ითვლება 51 ქულა და მეტი;
  4. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის, ან წინა გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე აბიტურიენტი არ დაიშვება;
  5. გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბიტურიენტს უფლება ეძლევა ეს გამოცდა ჩააბაროს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა;
  6. საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ადგილების ქვოტის შესაბამისად – მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. თანაბარი საგამოცდო შედეგების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საეკლესიო გალობასა და ხალხურ სიმღერის გამოცდაში მიღებულ შეფასებას; ხოლო ამ საგანშიც თანაბარი ქულების შემთხვევაში აბიტურიენტის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები კომისია.

 

      მუხლი 4. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში  მიღებული     შედეგები

 

უმაღლესი სასწავლებელი ეყრდნობა აბიტურიენტის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან წარმოდგენილ ამონაბეჭდს, რომელშიც მოცემულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულა.

 

მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

 

  1. უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება დაწესებულებასა და აბიტურიენტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
  2. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა დგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი და მისი გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში;
  3. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

 

 

 

Share Button