კატალოგი

ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

საგანმანათლებლო  პროგრამების აღწერილობა (კატალოგი)

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის
მისანიჭებელი კვალიფიკაცია საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის მაგისტრი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია საეკლესიო მუსიკის თეორიისა და ისტორიის სპეცილობით საეკლესიო მუსიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევრის მომზადება. კერძოდ,  პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს მისცეს საეკლესიო მუსიკის ისტორიისა და თეორიის სფეროში საფუძვლიანი, სიღრმისეული ცოდნა, დაყრდნობილი ქართულ სამგალობლო ტრადიციის სისტემურ შესწავლზე; საეკლესიო მუსიკოლოგიის სფეროში კვლევის უახლეს მოთოდოლოგიისა  და პრინციპების შესახებ, განუვითაროს მათ შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტუიცია,  და სამეცნიერო აზროვნების კულტურა; სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის (უპირატესად მართლმადიდებლური) გალობის ტრადიციების და შეისწავლის  საფუძველზე გამოუმუშავოს  უნარი აწარმოოს შედარებითი ანალიტიკური კვლევა.
სწავლის შედეგები ცოდნა  და  გაცნობიერება

  • საეკლესიო მუსიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამ­თავრე­ბულს ექნება საეკლესიო მუსიკის ისტორიისა და თეორიის საფუძვლიანი, სიღრმისეული ცოდნა, დაყრდნობილი ქართულ სამგალობლო ტრადიციის სისტემურ შესწავლზე.
  • შეიძენს  ჰომნოლოგიის, ლიტურგიკის, ლიტურგიკული ღვთისმეტყ­ველების საკითხების საფუძვ­ლი­ანი ცოდნას.
  • გაეცნობა და შეისწავლის სხვადასხვა ქარისტიანული ეკლესიის (უპირატესად მართლმადიდებლური) გალობის ტრადიციებს.
  • აითვისებს კვლევის თეორიულ და ემპირიულ მეთოდებს (მათ შორის, საეკლესიო მუსიკოლოგიის სფეროში კვლევის უახლეს მოთოდოლოგიასა და პრინციპებს).

ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი

  • სასწავლო პროგრამა განივითარებს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარს, რაც საშუალებას მისცემს მოამზდოს საეკლესიო მუსიკის სფეროში სამეცნიერო ნარკვევები (კრიტიკული, პუბლიცისტური, კვლევითი წერილები).
  •  მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო კონფერენციებში, დისკუსიებში.
  • მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემს ჩაატაროს სხვადასხვა ქართული სამგალობლო სკოლის ნიმუშთა მოცულობითი ოდენობის ანალიტიკური კვლევა, საარქივო მასალებზე, ხელნაწერებზე და საგალობელთა გამოქვეყნებულ კრებულებზე დაყრდნობით.
  • სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის (უპირატესად მართლმადიდებლური) გალობის ტრადიციების და შეისწავლის  საფუზველზე შესძლებს აწარმოოს შედარებითი ანალიტიკური კვლევა.
  • შეიძენს  აღნიშნულ მასალებზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარს.
  • მაგისტრანტი დაიცავს პროფესორის ხელმძღვანელობით შესრულებულ სამაგისტრო ნაშრომს.

დას­კვნის უნა­რი

  • პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრანტი შეძლებს მონაცემთა სისტემურ ანალიზს საეკლესიო მუსიკოლოგიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
  • დამოუკიდებლად შეძლებს ინოვაციური კონცეფციებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებას თავის კვლევაში არსებული პრობლემისა და საკითხების გადასაჭრელად.
  • შეძლებს წინააღმდეგობრივი მონაცემების ინტერპტერირებას, კრიტიკულ ანალიზს, საკუთარი და სხვისი სამეცნიერო სამეცნიერო კვლევის, სტატიების, ნარკვევების შეფასებას.
  • განუვითარდება სამეცნიერო აზროვნების კულტურა, განზოგადების უნარი, სისტემატიზაციის, ანალიზის, კრიტიკული გააზრების და პროგნოზირების უნარები.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი

  • კურსდამთავრებულს შეეძლება აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან, აუდიტორიასთან დამაჯერებელი, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და კოლეგიელური კომუნიკაცია.
  • შეიძენს და განივითარებს სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციის უნარს.
  • საკომუნიკაციო დონეზე ფლობს ერთ უცხო ენას. გააჩნია უცხო ენაზე სამეცნიერო ტექსტების თარგმნის და შედგენის უნარი.

სწავ­ლის  უნა­რი

  • მაგისტრანტს პროგრამის განმავლობაში განუვითარდება მუსიკოს მკვლევრის შემოქმედებითი უნარები, რომელიც საეკლესიო მუსიკოლოგიის სფეროში ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას მისცემს.
  • შეიძენს უნარს, თავად დაგეგმოს სწავლის სტრატეგია და შეასრულოს სასწავლო პროცესის მოთხოვნები.
  • განივითარებს თვითგანვითარების, სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარს.
  • შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე.

ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი

  • მაგისტრანტი კურსის განმავლობაში განიმტკიცებს ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და ეთიკის საფუძვლებს. მასზე დაყრდნობით დაიცავს ეროვნულ ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს.
  • დაიცავს მრავალსაუკუნოვან ქართულ სამგალობლო  მხატვრულ-ესთეტიკურ ნორმებსა და საშემსრულებლო ტრადიციებს.
  • გამოიმუშავბს პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას პროფესიისადმი, მისი ნორმების ნებისმიერ სიტუაციაში დაცვის მზაობით.
  • ქრისტიანული რჯულის საფუძველზე დაიცავს საზოგადოებაში მიღებული მორალურ-ეთიკური და სამართლებრივი სოციალური ურთიერთობების ნორმებს.
  • გამოიჩენს პატივისცემას საეკლესიო მემკვიდრეობისა და კულტურული ტრადიციების მიმართ, ტოლერნტობას სხვა სამგალობლო კულტურათა მიმართ.
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა ECTS  125
სტუდენტთა შეფასების წესი 

 

 

 

 

 

 

შეფასების წესი (100 ქულიანი):(A) 91 – 100 ფრიადი(B) 81 – 90 ძალიან კარგი

(C) 71 – 80 კარგი

(D) 61 – 70 დამაკმაყოფილებელი

(E) 51 – 60 საკმარისი

(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება

(F) 0 – 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის თავიდან უნდა შეისწავლოს კურსი

 

საკონტაქტო ინფორმაცია სანდრო ეულის №3 (მეხუთე სართული)/ქ. თბილისი/ საქართველოელ-ფოსტა: info@galoba.edu.geვებგვერდი: www.galoba.edu.ge

ტელეფონი: 2306592

 

 

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საეკლესიო მუსიკის
მისანიჭებელი კვალიფიკაცია საეკლესიო მუსიკის ბაკალავრი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს საეკლესიო მუსიკის, ლიტურგიკის, დოგმატიკის სფეროში თეორიული ცოდნის გადაცემისა და საშემსრულებლო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით გზით მოამზადოს  საეკლესიო გუნდის წევრი და რეგენტი, რომელიც იცნობს ქართული მართლმადიდებლური საეკლესიო  ღვთისმსახურების სრულ სამგალობლო რეპერტუარს, ქართული ტრადიციული მუსიკის რეპერტუარს, სასიმღერო და ინსტრუმენტული შესრულების ფორმებსა და ხერხებს.  საგანმანთლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრი  დაეუფლება ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და ეთიკის საფუძვლებს. მასზე დაყრდნობით დაიცავს ეროვნულ ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს,  მრავალსაუკუნოვანი ქართული სამგალობლო  მხატვრულ-ესთეტიკურ ნორმებს და საშემსრულებლო ტრადიციებს. პროგრამის კურსდამთავრებული გამოიჩენს პატივისცემას საეკლესიო მემკვიდრეობისა და კულტურული ტრადიციების მიმართ. მიღებული ცოდნა სწორ ორიენტირებს შეუქმნის დაიცვას და განავითაროს მრავალსაუკუნოვანი ქართული სამგალობლო  საშემსრულებლო ტრადიციები.
სწავლის შედეგები ცოდნა  და  გაცნობიერება 

  • კურსდამთავრებულს აქვს საეკლესიო მუსიკაში საშემსრულებლო ხელოვნების პროფესიული ცოდნა;
  • გამომუშავებული აქვს საეკლესიო და ხალხური გუნდის ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები;
  • იცნობს საეკლესიო მუსიკისა და ხალხურ ტრადიციული სიმღერის უმთავრეს რეპერტუარს;
  • ფლობს გუნდური შესრულების, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს;
  • აქვს მუსიკის თეორიაში, საეკლესიო მუსიკოლოგიაში საკითხების ზოგადი, საბაზისო ცოდნა;
  • გააჩნია ზოგადი ცოდნა საღვთისმეტყველო საგნების სფეროში;
  • გააჩნია ზოგადი ცოდნა ჰუმანიტარული საგნების სფეროში;
  • შეძენილი აქვს ბაზისური ცოდნა ქართული ხალხური მუსიკის ისტორიის, თეორიისა და შემსრულებლობის საკითხებში;
  • აცნობიერებს საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის, როგორც მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ქვედარგის საერთო სტრუქტურას და მის ურთიერთკავშირს თეოლოგიასთან და ხელოვნების დარგებთან;

ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი

ბაკალავრს მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე შეუძლია შეკრიბოს საეკლესიო გუნდი, შეასწავლოს მუსიკალური ნიმუშები და უხელმძღვანელოს მათ. აქვს უნარი გაშიფროს – ნოტებზე გადაიტანოს მუსიკალური ნიმუში და შეასწავლოს იგი გუნდს; შეუძლია მოიძიოს და დაამუშავოს სამეცნიერო ლიტერატურა; ფლობს ქართულ ხალხურ საკრავებზე საშემსრულებლო უნარ-ჩვევებს.

დას­კვნის უნა­რი

  • ბაკალავრს შეუძლია დროულად აღმოაჩინოს ხარვეზები სამგალობლო გუნდის მეცადინეობის და ზოგადად, შესრულების პროცესში და აღმოფხვრას ისინი;
  • შეუძლია, გააანალიზოს შესასწავლი სანოტო ან აუდიო ნიმუში და მაქსიმალურად ადეკვატურად ასახოს იგი საკუთარი გუნდის შესრულებაში;
  • აქვს როგორც საკუთარი, ასევე საეკლესიო და ფოლკლორული გუნდის საშემსრულებლო მოღვაწეობის  დაგეგმვის უნარი;
  • აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, შეუძლია საკუთარი და სხვის მიერ შესრულებული ნიმუშის შეფასების უნარი;
  • აქვს საშემსრულებლო პრობლემების ანალიზის და მათი გადაწყვეტის უნარი;

კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი

  • შეუძლია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული (რეპერტუარი, ლიტერატურა) ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • ფლობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, წერითი და ზეპირი მეტყველების სპეციფიკას, აქვს უნარი ააგოს საკუთარი მეტყველება კომუნიკაციური და ეთიკური ნორმების შესაბამისად;
  • ფლობს უცხო ენას პროფესიული ამოცანების რეალიზაციისათვის.
  • იცნობს და თავისუფლად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში; შეუძლია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება;

სწავ­ლის  უნა­რი

  • შეუძლია საკუთარი სწავლის შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრა;
  • შეიძენს უნარს, თავად დაგეგმოს სწავლის სტრატეგია და შეასრულოს სასწავლო პროცესის მოთხოვნები.
  • შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურის საფეხურზე.

ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი

  • ბაკალავრი საგანამათლებლო პროგრამის განმავლობაში დაეუფლება ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და ეთიკის საფუძვლებს. მასზე დაყრდნობით დაიცავს ეროვნულ ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს.
  • მიღებული ცოდნა სწორ ორიენტირებს შეუქმნის დაიცვას მრავალსაუკუნოვან ქართული სამგალობლო  საშემსრულებლო ტრადიციები.
  • გამოიმუშავებს პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას პროფესიისადმი, მისი ნორმების ნებისმიერ სიტუაციაში დაცვის მზაობით.
  • ქრისტიანული რჯულის საფუძველზე დაიცავს საზოგადოებაში მიღებული მორალურ-ეთიკური და სამართლებრივი სოციალური ურთიერთობების ნორმებს.
  • გამოიჩენს პატივისცემას ეროვნული საეკლესიო მემკვიდრეობისა და კულტურული ტრადიციების მიმართ.
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა ECTS 252
სტუდენტთა შეფასების წესი შეფასების წესი (100 ქულიანი):(A) 91 – 100 ფრიადი(B) 81 – 90 ძალიან კარგი

(C) 71 – 80 კარგი

(D) 61 – 70 დამაკმაყოფილებელი

(E) 51 – 60 საკმარისი

(FX) 41 – 50 ვერ ჩააბარა, სტუდენტს ეძლევა საბოლოო გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება

(F) 0 – 40 ჩაიჭრა, სტუდენტმა კრედიტის მიღებისთვის თავიდან უნდა შეისწავლოს კურსი

 

საკონტაქტო ინფორმაცია სანდრო ეულის №3 (მეხუთე სართული)/ქ. თბილისი/ საქართველოელ-ფოსტა: info@galoba.edu.geვებგვერდი: www.galoba.edu.ge

ტელეფონი: 2306592

 

 

 

Share Button