დეკანატი

10748697_10202093806266603_207191303_n

თამაზ გაბისონია

საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის დეკანი
მუსიკოლოგიის დოქტორი

დაიბადა 1962 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისში.

განათლება:
1986 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა:
1986-1990 წლებში იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური სამუსიკო შემოქმედების კათედრის ლაბორანტი;
1988-1993 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული ათწლედის პედაგოგია;
1990 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრის პედაგოგი და მეცნიერ-თანამშრომელი;
1993-1995 წლებში — თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგი;
2005-2007 წლებში იყო მიწვეული პედაგოგი ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში;
2005-2012 წლებში მუშაობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტად;
2011 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად.
სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, საქართველოს საპატრიარქოს სამრევლო სკოლაში. 1981 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილ ფოლკლორულ ექსპედიციებში, ფოლკლორული ფესტივალების ჟიურის მუშაობაში.
1991 წლიდან თბილისის კრწანისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მგალობელია;
2009 წლიდან — ფოლკლორულ ანსამბლ „კერია“-ს ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული ნაშრომები:
1. ქართული ხალხური მრავალხმიანობის კომპოზიციური პრინციპები და ტიპები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1988წ.;
2. ქართული ხალხური მრავალხმიანობის სინთეზური და გარდამავალი ფორმები, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1993-1994წწ.;
3. ფუნქციონალური ინიციატივა ქართულ ხალხურ სიმღერაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, 1997წ.;
4. ქართული ხალხური (ვოკალური) მრავალხმიანობის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2000წ.;
5. ქართული საეკლესიო საგალობლისა და ქართული ხალხური სიმღერის ურთიერთმიმართების რამოდენიმე ასპექტი, სასულიერო და საერო მუსიკის მრავალხმიანობის პრობლემები, ქრისტეშობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001წ.;
6. ბროშურის „ასე გალობდნენ საქართველოში“ შესახებ, ქართული საეკლესიო გალობის თანამედროვე პრობლემები, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი, თბილისი, 2002წ.;
7.„ვასილ მახარაძე (1908-1981) – ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, გურია“, ტ III (ნინო ჭალისურის თანაავტორობით); ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი 2004წ.;
8.„ქართული წირვის საგალობლების მელოდიური მოდელები – ქართული სამეცნიერო რეცენზირებადი ინტერნეტ-ჟურნალი “ქესჟ „ მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია” Georgian Electronic Scientific Journal: Musicology and Cultural Science 2005 | No.1(1) 2005. http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_aut_artic_ge.php?b_sec=muz&list_aut=1203;
9. „ჰიპოთეზები ქართული მრავალხმიანობის ჩამოყალიბების პროცესის შესახებ“ _ ტრადიციული მრავალხმიანობის II საერთაშორისო სიმპოზიუმი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, მოხსენებათა კრებული, რედაქტორები რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია; თბილისი, 2005 წ. გვ.68-78;
10. „ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება – სახელმძღვანელო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტთათვის“, თანაშემდგენელი თამარ მესხთან ერთად, თბილისი, 2005წ.;
11. “ცნება “მრავალხმიანობა“ ქართული ხალხური მუსიკის მაგალითზე“ – ტრადიციული მრავალხმიანობის III საერთაშორისო სიმპოზიუმი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, მოხსენებათა კრებული, რედაქტორები რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია; თბილისი, 2007 წ. გვ. 66-75;
12.“Georgian Folk Choral Music”, “ICB – International Choral Bulletin”, Volume XXV, N 4-4th Quarter, (managing Editor Jutta Tagger), Louvigny, France, 2006წ.;
13. “გურული სიმღერის მრავალხმიანობა” – მოხსენება დ. არაყიშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. დაიბეჭდა ჟურნალში „ხელოვნება“. თბილისი, 2008წ;
14. “ქართული ხალხური საკრავიერი მრავალხმიანობის ფორმები”- ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, მოხსენებათა კრებული, რედაქტორები რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია; თბილისი, 2009 წ. გვ. 409-416;
15. “ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ფორმები” – დისერტაცია მუსიკოლოგიის დოქტორის წოდების მოსაპოვებლად; 2009 http://polyphony.ge/uploads/tamaz_gabisonia__disertation.pdf;
16. Criteria for Determining the Types of Polyphony of Georgian Folk Songs. In: Echoes from Georgia: Seventeen Arguments on Georgian Polyphony. Focus on Civilizations and Cultures – Music. 2009. Editors: Rusudan Tsurtsumia, Joseph Jordania. Reviewers: Simha Arom (France), Polo Vallejo (Spain) Nova Science Publishers. Inc. New York.
17. Terms for Georgian Traditional and Medieval Professional Polyphonic Singing in Alphabetical Order იოსებ ჟორდანიასთან ერთად http://www.mdw.ac.at/ive/emm/index.php?id=149;
18. Terminological priorities of Georgian traditional polyphony. In: European Voices II (Cultural Listening and Local Discourse in Multipart Singing Traditions in Eupore).Ardian ahmedaja (ed). Pp 207-219. Bohlau Verlag Wien-Koln-Weimar. 2011;
19. Jordania, Joseph; Gabisonia Tamaz. Georgia: traditional vocal polyphony and folk terminology. In: European Voices II (Cultural Listening and Local Discourse in Multipart Singing Traditions in Eupore).Ardian ahmedaja (ed). Pp 335-375. Bohlau Verlag Wien-Koln-Weimar. 2011;
20. “დამწყები ხმა ქართულ ხალხურ მრავალხმიანობაში” – ტრადიციული მრავალხმიანობის V საერთაშორისო სიმპოზიუმი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, მოხსენებათა კრებული, რედაქტორები რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია; თბილისი, 2011 წ. გვ. 196-211;
21. სეკუნდის დიალექტიკა ეთნიკურ მუსიკაში. სტატიკა და დიალექტიკა – ტრადიციული მრავალხმიანობის V საერთაშორისო სიმპოზიუმი; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, 2014წ.;
22. ქრისტიანული კვალი სვანურ ხალხურ სიმღერებში – 2012 წლის ეთნოლოგიური სამეცნეირო კონფერენცია „არქაული ელემენტები საქართველოს მთის ეთნოკულტურაში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გადაცემულია დასაბეჭდად);
23. The known examples of personal influence on Georgian musical tradition. – Third Symposium of the ICTM Study Group for Multipart Music eptember 2013 Budapest (იბეჭდება);
24. ეკლექტიზმი ქართლ გალობაში – სამეცნიერო კონფერენცია „საეკლესიო გალობა, ტრადიცია, კანონიკა, შემსრულებლობა“, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, თბილისი, 30.05.2013. (იბეჭდება);
25. Критерии „аутентичности“ в грузинском народном музыкальном исполнительстве, Musicology, a peer-reviewed journal of the Institute of Musicology of Serbian Academy of Sciences and Arts # 16 and 17 (2014) (იბეჭდება).

ტელეფონი:  593 18 10 00
ელ.ფოსტა: tamazgabisonia@galoba.edu.ge

 

ფაკულტეტის მდივანი — ხათუნა დიდებელი
ტელეფონი: 577 32 15 55, 599 72 85 90, 2 30 65 94
ელ.ფოსტა: khatunadidebeli@galoba.edu.ge

Share Button