ფაკულტეტის დებულება

ა(ა)იპ – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის
დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის (შემდგომში – სასწავლებელი) საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის (შემდგომში – ფაკულტეტი) მიზანს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს, ფაკულტეტის პერსონალსა და სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ფაკულტეტის სტატუსი, მიზნები, ამოცანები და უფლებამოსილება

  1. ფაკულტეტი არის სასწავლებლის ძირითადი საგანმანათლებლო  ერთეული, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სამეცნიერო კვლევებს და ქმნის პირობებს წარმატებული სასწავლო, სამეცნიერო და საშემსრულებლო საქმიანობისთვის;
  2. ფაკულტეტის მიზანია პრაქტიკული ხასიათის საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევებზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეების – ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება. ფაკულტეტს ასევე შეუძლია პედაგოგიური კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
  3. ფაკულტეტის ამოცანებია:

ა)ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის შესაბამისი პროგრამებისა და კურიკულუმების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;

ბ)სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საშემსრულებლო მუშაობის კოორდინირება;

გ)სტუდენტების კულტურულ-ზნეობრივი მოთხოვნილებებისა და მუსიკალურ-ინტელექტუალური შემოქმედებითი ნიჭის განვითარება;

დ)მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების მიღწევას;

  1. ფაკულტეტის უფლებამოსილება:

ა)ცოდნის მისაღებად  სათანადო პირობების შექმნა; (ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)

ბ)საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე  კონტროლი;

გ)პროფესორ – მასწავლებელთა სასწავლო დატვირთვების შემუშავება და მონიტორინგი;

დ) (ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)

ე) (ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)

მუხლი 3. ფაკულტეტი სტრუქტურა და მართვის ორგანოები

  1. ფაკულტეტი შედგება ფაკულტეტის საბჭოს, დეკანის, საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრისა და საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის კათედრისგან; (ცვლილება – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)
  2. ფაკულტეტის მართვის ორგანო და მმართველი სუბიექტია ფაკულტეტის საბჭო და დეკანი;
  3. ფაკულტეტის საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულია საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრა;
  4. საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის კათედრის შემადგენლობაში შედიან სხელოსნოები. სახელოსნოებს შესაძლოა, ჰქონდეთ განსხვავებული მეთოდოლოგია, მაგრამ უნდა ჰქონდეთ ადეკვატური სასწავლო შედეგი. (ცვლილება – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)

მუხლი 4. ფაკულტეტი დეკანი

  1. ფაკულტეტს მართავს დეკანი;
  2. ფაკულტეტის დეკანი:

ა)( ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)

ბ)კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია რექტორისა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

გ)კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

დ)თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ე)კომპეტენციის ფარგლებში სწრაფ რეაგირებას  ახდენს ყველა დისციპლინურ დარღვევაზე და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს;

ვ)ახორციელებს სასწავლებლის შიდა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. ფაკულტეტის საბჭო

  1. ფაკულტეტის მართვას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო;
  2. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან – დეკანისა და აკადემიური პერსონალის 6 წარმომადგენლისგან (დეკანი, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის კათედრის გამგე, საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგე, სახელოსნოების უფროსები, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და საღვთისმეტყველო დარგის აკადემიური თანამდებობის პირი). საბჭოს წევრებს დეკანის წარდგინებით ამტკიცებს რექტორი;
  3. ფაკულტეტის საბჭოში შემავალი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დაუკავებელი ვაკანსიის შემთხვევაში მის შემცვლელს საბჭოს შემადგენლობაში დეკანის წარდგინებით ამტკიცებს რექტორი;
  4. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება ფაკულტეტის საბჭოს წევრთა დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა;
  5. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს დეკანი, რომლის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს  საბჭოს ერთ-ერთი წევრი საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით;
  6. ფაკულტეტის საბჭო:

ა)შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის დებულებას;

ბ)შეიმუშავებს და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

გ)შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

დ)შეიმუშავებს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე)განიხილავს ფაკულტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების სასწავლო- შემოქმედებით, სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიშს;

ვ)შეიმუშავებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ზ)განიხილავს და ამტკიცებს დეკანის მიერ წარმოდგენილ ფაკულტეტის ყოველწლიურ სამუშაო გეგმასა და ანგარიშს;

თ)ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ისმენს დეკანის ანგარიშს ფაკულტეტზე გაწეული მუშაობის შესახებ;

თ)ანიჭებს სტუდენტებს შესაბამის კვალიფიკაციას;

ი)ახორციელებს სასწავლებლის შიდა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

  1. ფაკულტეტის საბჭოს მიმდინარე სამუშაოებსა და საქმისწარმოებას ახორციელებს მდივანი, რომელიც აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს პირველ სხდომაზე მისი წევრებიდან ღია კენჭისყრით;
  2. ფაკულტეტის საბჭოს შეუძლია ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლების დელეგირება კათედრებზე და სხვა სტრუქტურულ ერთეულებზე;
  3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები ღიაა და მათზე დასწრება სათათბირო ხმის უფლებით აქვს ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს. სხდომებზე სხვა პირების დასწრების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო; (ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)
  4. ფაკულტეტის საბჭოს წევრი, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ავტომატურად კარგავს საბჭოს წევრობის უფლებას. მის ნაცვლად დეკანი რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური პერსონალის სხვა წარმომადგენელს;
  5. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები ტარდება თვეში ერთხელ, ან თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა;
  6. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა;
  7. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონითა და სასწავლებლის შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  8. ფაკულტეტის საბჭოს ყოველი სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
  9. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი.

 

მუხლი 6. ფაკულტეტის  სამდივნო

 

(ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)

მუხლი 7. საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის კათედრა

  1. საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის კათედრა (შემდგომში – კათედრა) წარმოადგენს ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს;
  2. კათედრა შედგება საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოებისგან; (ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)
  3. კათედრას ხელმძღვანელობს გამგე;
  4. კათედრის ძირითადი მიზანია მაღალი საშემსრულებლო უნარებით აღჭურვილი ქართული ტრადიციული მგალობელ-მომღერლების მომზადება;
  5. კათედრის ამოცანაა ქართული საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის შემსრულებლობის დარგში სტუდენტების მაღალი კომპეტენციის უზრუნველყოფა;
  6. კათედრის ფუნქციებია:

ა)საეკლესიო და ხალხური მუსიკის დარგში აკადემიური პერსონალის მეთოდური მუშაობის კოორდინირება;

ბ)სამეცნიერო-კვლევითი, მეთოდური და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

გ)ქართული საეკლესიო და ხალხური მუსიკის პრეზენტაციისა და პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი რეგულარული კონტაქტების დამყარება საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან;

დ)მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან და საშემსრულებლო კოლექტივებთან პარტნიორობით სპეციალისტების პროფესიული ზრდის, პროგრამების განხორციელება (სტაჟირება, საგანმანათლებლო გაცვლები, ერთობლივი ღონისძიებები, გრანტები და სტიპენდიები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარებისა და მასტერკლასების ჩატარების მიზნით, სხვადასხვა სახის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენციების ორგანიზება);

ე)საეკლესიო და ხალხური მუსიკის შემსრულებლობის დარგში სახელმძღვანელოების შექმნა;

ვ)კათედრის განვითარების გეგმის, სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური პროგრამების მომზადება და ფაკულტეტის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა;

ზ)პედაგოგიური და სამეცნიერო-მეთოდური საქმიანობის შედეგების ანალიზის საფუძველზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა ფაკულტეტის დეკანისა და რექტორისთვის;

თ)კათედრა  მისდამი დაქვემდებარებული სახელოსნოებისთვის შეიმუშავებს ერთიან სასწავლო პროგრამას. კათედრა ასევე შეიმუშავებს სახელოსნოებისათვის სამეცნიერო-მეთოდური პროგრამებს, რომლებიც, შესაძლებელია, თითოეულ სახელოსნოსთვის განსხვავებულად შემუშავდეს; (ამოღებულია – ბრძ. 11.09.2017 – Nო/31)

  1. კათედრის გამგე:

ა) უძღვება კათედრის ფუნქციონირებას ამ დებულების შესაბამისად;

ბ)უზრუნველყოფს კათედრის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებას და მათ შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების მომზადებას;

დ) დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 8. საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნო

  1. საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნო წარმოადგენს საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის კათედრის სტრუქტურულ ერთეულს;
  2. სახელოსნოშო შედის უფროსი და ასისტენტი;
  3. სახელოსნოს ძირითადი მიზანია მაღალი საშემსრულებლო კომპეტენციის ქართული ტრადიციული მგალობელ-მომღერლების მომზადება;
  4. მიზნის შესაბამისად სახელოსნო უზრუნველყოფს ქართული საეკლესიო საგალობლისა და ქართული ხალხური სიმღერის სტუდენტებისადმი მაღალ პროფესიონალურ დონეზე სწავლების ორგანიზაციას;
  5. სახელოსნოს ფუნქციებია:

ა)ქართული საეკლესიო გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის მიმართულებით სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური პროგრამის მომზადება და ფაკულტეტის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა;

ბ)სამეცნიერო-მეთოდური მუშაობა ქართული საეკლესიო საგალობლისა და ქართული ხალხური სიმღერის სწავლების სფეროში;

  1. სახელოსნოს უფროსი:

ა)წარმართავს სახელოსნოს გამართულ ფუნქციონირებას;

ბ)ამზადებს სახელოსნოს სასწავლო პროგრამასა და მის შესაბამის სილაბუსებს;

გ)დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

  1. სახელოსნოს უფროსის ასისტენტი:

ა)სახელოსნოს უფროსთან ერთად პრაქტიკულად ახორციელებს სასწავლო პროგრამისა და გეგმის ადეკვატურ სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო-მეთოდურ მუშაობას.

ბ)ასრულებს სახელოსნოს უფროსის სახელოსნოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.

მუხლი 9. საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრა

  1. საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრა (შემდგომში – კათედრა) წარმოადგენს ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს;
  2. კათედრა შედგება კათედრის გამგისა და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელისგან;
  3. კათედრას ხელმძღვანელობს გამგე;
  4. კათედრის ძირითადი მიზანია შესაბამისი თეორიული ცოდნით აღჭურვილი ქართული ტრადიციული მგალობელ-მომღერლების მომზადება;
  5. კათედრის ამოცანაა ქართული საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის თეორიის, საღვთსმეტყველო და სხვა ჰუმანიტარულ დისციპლინათა დარგში სტუდენტების მაღალი კომპეტენციის უზრუნველყოფა;
  6. კათედრის ფუნქციებია:

ა)აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური (საშემსრულებლო და თეორიული სპეციალობებით) მუშაობის კოორდინირება შესაბამისი მიმართულებების მონაწილეობით;

ბ)სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

გ)სამეცნიერო კვლევების შედეგების პრეზენტაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქმიანი რეგულარული კონტაქტების დამყარება საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან;

დ)მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობით სპეციალისტების პროფესიული ზრდის, მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება (სტაჟირება, სამეცნიერო გაცვლები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ერთობლივი გრანტები და სტიპენდიები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების, მასტერკლასების ჩატარების მიზნით, სხვადასხვა სახის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება);

ე)საეკლესიო მუსიკის, ჰუმანიტარულ და საღვთისმეტყველო დარგში სახელმძღვანელოების შექმნა;

ვ)კათედრის განვითარების გეგმის, სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური პროგრამების მომზადება და ფაკულტეტის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა;

ზ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების ანალიზის საფუძველზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა რექტორისა და ფაკულტეტის დეკანისთვის;

  1. კათედრის გამგე:

ა) უძღვება კათედრის ფუნქციონირებას ამ დებულების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს კათედრის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებას და მათ შესრულებას;

გ) უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების მომზადებას;

დ)დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

  1. საეკლესიო მუსიკათმცოდენობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:

ა)უზრუნველყოფს მაგისტრატურის ყოველწლიური სასწავლო გეგმის შემუშავებას თანამედროვე სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინებით;

ბ)ადგენს მაგისტრატურის სასწავლო ცხრილს და ახორცილებს სილაბუსების რედაქტირებას;

გ) კოორდინირებას უწევს მაგისტრატურაში სასწავლო პროცესს;

დ) ორგანიზაციას უწევს სამეცნიერო ღონისძიებებს კათედრის გამგესთან ერთად.

მუხლი 10. ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ფაკულტეტის დებულებაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს სასწავლებლის რექტორი.

Share Button