შინაგანაწესი

                                                                                                                                                                                                                                             დამტკიცებულია:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           ა(ა)იპ „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება -

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“

რექტორის 2014 წლის 10 სექტემბრის № ო/14 ბრძანებით

 

ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“ შინაგანაწესი

 

თავი I. ზოგადი დებულება

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

            1.ეს შინაგანაწესი აწესრიგებს ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელსა” (შემდგომში – სასწავლებელი) და მის თანამშრომლებს/დასაქმებულებს, აგრეთვე სტუდენტებს/მაგისტრანტებს შორის ურთიერთობებს და მიზნად ისახავს:

            ა) შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის, აგრეთვე სასწავლო პროცესში  სტუდენტებთან არსებული ურთიერთობის მოწესრიგებას ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპის საფუძველზე;

      ბ) შრომისა და სასწავლო პროცესში დისციპლინის დაცვას;

            გ) სასწავლებლის ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად მის სტრუქტურულ ერთეულებსა და მათ პერსონალს შორის შეთანხმებულ და კოორდინირებულ  მოქმედებას;

            დ) დასაქმებულებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ხელშემწყობი სამუშაო გარემოს, აგრეთვე შრომისა და სწავლის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას;

      ე) სასწავლებელის გამართული მუშაობის ხელშეწყობას.

  1. ამ შრომის შინაგანაწესით განსაზღვრულია სასწავლებლის დასაქმებულთა/სტუდენტთა უფლება-მოვალეობები, სამსახურებრივი ქცევის სტანდარტები, სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების წესები, აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც ექვემდებარება შრომის შინაგანაწესით რეგულირებას;
  2. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი დასაქმებულისთვის, დაკავებული პოზიციის მიუხედავად და სტუდენტებისათვის/მაგისტრანტებისთვის. შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას;
  3. თუ დასაქმებულთან ან სტუდენტთან/მაგისტრანტთან დადებული ხელშეკრულებით დადგენილია წინამდებარე შინაგანაწესისგან განსხვავებული წესები, მოქმედებს ხელშეკრულებით შეთანხმებული დებულებები.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

ამ შრომის შინაგანაწესში გამოყენებულ  ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადმინისტრაცია – რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აგრეთვე სასწავლებლის სხვა მმართველი სუბიექტები/ორგანოები. ადმინისტრაციაზე მთლიანად ვრცელდება ამ შინაგანაწესით თანამშრომელთათვის დადგენილი წესები, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც სასწავლებლის წესდებით არის მოწესრიგებული.

ბ) შიდა სამართლებრივი აქტები/წესები – სასწავლებლის მმართველი სუბიექტების/ორგანოების მიერ გამოცემული ბრძანებები, დადგენილებები და ა.შ., რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად  თანამშრომლებისათვის/სტუდენტებისთვის;

გ) თანამშრომელი/დასაქმებული – საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებული –  ადმინისტრაციული, აკადემიური, მასწავლებელთა, დამხმარე და სხვა პერსონალი;

დ) სტუდენტი/მაგისტრანტი – პირი, რომელიც განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს სასწავლებელში ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;

თავი II. სასწავლებლის სტრუქტურულ-ორგანიზაციული საქმიანობის დებულებანი

 

მუხლი 3. ორგანიზაციული ფუნქციონირების მექანიზმი

  1. სასწავლებლის სტრუქტურა და მართვის ორგანოები განისაზღვრება სასწავლებლის წესდებით;
  2. სასწავლებელი შედგება მმართველი ორგანოების/სუბიექტების, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისგან: კანცელარიისა და საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის სამდივნოსგან;
  3. მმართველი სუბიექტების/ორგანოების უფლებამოსილება განისაზღვრება სასწავლებლის წესდებით;
  4. სასწავლებლის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციული სტრუქტურული ერთეულია საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტი. ფაკულტეტის მიზანი, მართვის ორგანოები, სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ფაკულტეტის პერსონალი, მათი უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები განისაზღვრება ფაკულტეტის  დებულებით;
  5. სასწავლებლის ბიბლიოთეკის მუშაობა რეგულირდება სასწავლებლის ბიბლიოთეკის დებულებითა და ბიბლიოთეკით სარგებლობის წესით;
  6. სასწავლებლის დამხმარე პერსონალის ფუნქციები განისაზღვრება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებებით.

 

თავი III. სამსახურებრივი ქცევის სტანდარტები და თანამშრომლებს შორის დავის გადაწყვეტის წესი

 

მუხლი 4. ურთიერთობები თანამშრომლებს შორის

 

ყველა თანამშრომელი ვალდებულია შეინარჩუნოს კეთილგონივრული და კოლეგიალური ურთიერთობა დანარჩენ თანამშრომლებთან (მიუხედავად პირადი სიმპათია–ანტიპათიისა) და არ დაძაბოს საერთო მდგომარეობა.

მუხლი 5. აკრძალული ქცევები

 

დაუშვებელია სამსახურში ნასვამ ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენით გაბრუებულ მდგომარეობაში  მოსვლა. ასევე  დაუშვებელია სამსახურში ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, თამბაქოს მოწევა და აზარტული თამაშობანი.

მუხლი 6. თანამშრომლებს შორის დავის გადაწყვეტის წესი

 

  1. თანამშრომლებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. თუ მოლაპარაკება შეუძლებელია, მაშინ თანამშრომელმა საჩივრით უნდა მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც განიხილავს ამ შემთხვევას;
  2. იმ თანამშრომლებს შორის წარმოშობილ დავას, რომლებსაც არ ჰყავთ უშუალო ხელმძღვანელი, განიხილავს სასწავლებლის რექტორი;
  3. თუ ხელმძღვანელმა ვერ გადაწყვიტა თანამშრომლებს შორის წარმოშობილი დავა, ან თუ ხელმძღვანელი თვლის, რომ საჩივარი საფუძველს მოკლებულია, ან საჩივარი ეხება თვითონ ხელმძღვანელს, მაშინ თანამშრომელი მიმართავს  რექტორს;
  4. თანამშრომლებს შორის წარმოშობილ დავაზე (მათ შორის ხელმძღვანელებს შორის) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს რექტორი;
  5. საჩივარი შეიძლება იყოს წერილობითი.

 

თავი IV. ადმინისტრაციისა და დასაქმებულების უფლება-მოვალეობები

 

მუხლი 7. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები

  1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია:

ა) მართოს სასწავლებლის საქმიანობა და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში (მმართველი ორგანოებისა და სუბიექტების წევრთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სასწავლებლის წესდებით და შიდა სამართლებრივი აქტებით);

ბ) განსაზღვროს გარკვეული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო თანამშრომელთა რაოდენობა, ასევე, მოითხოვოს თანამშრომლისგან შრომითი ხელშეკრულებით და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების შესრულება;

გ) დანერგოს მოტივაციის სისტემა წარმატებული სამუშაოსთვის, მიმართოს დისციპლინურ ღონისძიებებს;

დ) მოსთხოვოს თანამშრომლებს სასწავლებლის მიერ დაწესებული წესებისა და სამართლებრივი აქტების  მოთხოვნების შესრულება.

  1. ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) იმოქმედოს სასწავლებლის წესდების, ამ შრომის შინაგანაწესის, შიდა სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) თანამშრომელს გააცნოს შრომის შინაგანაწესი და სხვა მოქმედი წესები;

გ) მის ხელთ არსებული რესურსების შესაბამისად, იზრუნოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის  ზრდაზე;

დ) უზრუნველყოს თანამშრომელთა მიერ კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა;

ე) უზრუნველყოს შრომის დისციპლინის განუხრელი დაცვა;

ვ) დისციპლინის დამრღვევთათვის უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისა და ზომების დროული გატარება;

ზ) შრომის დაცვის წესების შესაბამისად, უზრუნველყოს სამუშაო ადგილების ტექნიკური აღჭურვა;

თ) ყურადღებით და პატივისცემით მოექცეს თანამშრომელთა თხოვნასა და მოთხოვნებს;

ი) უზრუნველყოს შიდა სამართლებრივი აქტების საინფორმაციო დაფაზე  10 სამუშაო დღით განთავსება.

მუხლი 8. დასაქმებულების უფლება-მოვალეობები

 

  1. დასაქმებულებს უფლება აქვთ:

ა) მოითხოვონ გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება სრულად და დროულად;

ბ)მოითხოვონ შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნა;

გ)თავისი სამსახურებრივი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის მოითხოვონ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეარჩიონ თავიანთი საქმიანობის შესრულების მეთოდები და საშუალებები, რომლებიც ემსახურება სასწავლებლის მიზნების შესრულებას.

2.დასაქმებულები ვალდებულები არიან:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულონ შრომითი ვალდებულებები თანამდებობის, სპეციალობის, კვალიფიკაციის შესაბამისად;

ბ) დაიცვან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ეს შრომის შინაგანაწესი და სხვა შიდა სამართლებრივი აქტები, აგრეთვე შეასრულონ ხელმძღვანელთა მითითებები;

გ) სამუშაო დრო მთლიანად გამოიყენონ  სასწავლებლის მიზნებისთვის, სამსახურში თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას;

დ) დროულად შეატყობინონ ადმინისტრაციას თავიანთი სამუშაოს შესაძლო შეუსრულებლობის შესახებ (მიზეზის მითითებით);

ე) ყველა ღონე იხმარონ, რათა სასწრაფოდ აღმოფხვრილი იქნეს ის მიზეზები და პირობები, რომლებიც ხელს უშლის ან ართულებს ნორმალურ მუშაობას და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ადმინისტრაციას მომხდარის შესახებ;

ვ) მუდმივად სრულყონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები, იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ზ) მოუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, წესრიგში ჰქონდეთ სამუშაო ადგილი და ტექნიკური მოწყობილობანი,  მკაცრად დაიცვან მატერიალურ ფასეულობათა და დოკუმენტაციის შენახვის დადგენილი წესები;

თ) თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც ლახავს სასწავლებლის საქმიან რეპუტაციას,  ღირსებასა და პრესტიჟს;

ი) გამოიჩინონ თავაზიანობა და კოლეგიალობა სხვა თანამშრომლების მიმართ;

კ)სისტემატურად გაეცნონ საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ შიდა სამართლებრივ აქტებს.

მუხლი 9. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ეთიკის კოდექსი და ძირითადი ვალდებულებები

ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მოვალეობაა სასწავლებელში შექმნან საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი მორალური, ფინანსურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო გარემო. ამისათვის ამ კატეგორიის პერსონალი ვალდებულია:

ა)ერთგული იყოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური, კანონიკური და ზნეობრივი სწავლებისა, დაიცვას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი სჯული და მოძღვრება;

ბ) სასწავლებელში გამოცხადდეს ქრისტიანული ზნეობისთვის შესაფერისად მოწესრიგებული (ჩაცმულობა, გარეგნობა);

გ) შეასრულოს ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით, შინაგანაწესითა და სასწავლებელში მოქმედი სხვა წესებით განსაზღვრული მოვალეობანი, ასევე დამსაქმებლის მითითებები;

დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც ეხება სასწავლებელს და უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას;

ე) დაიცვას ზნეობრივი და ეთიკური ნორმები, გაუფრთხილდეს სასწავლებელის საქმიან რეპუტაციას;

ვ) უარი თქვას ნებისმიერი ღირებულების მქონე საჩუქრის მიღებაზე იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთანაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა;

ზ) დროებითი არყოფნის დროს, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მისთვის მინდობილი ქონების დასაბრუნებლად მიმართოს პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს საქმისწარმოება და ქონება;

თ) დაიცვას სასწავლებლის საკუთრებასა თუ მფლობელობაში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებით სარგებლობისთვის დაწესებული მოთხოვნები, ასევე შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სანიტარული წესები;

ი) მიიღოს აქტიური მონაწილეობა სასწავლებლის საზოგადოებრივ და საორგანიზაციო საქმიანობაში და მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულოს კეთილსინდისიერად, დროულად და ხარისხიანად;

კ) სასწავლებლის საწესდებო მიზნების უზრუნველსაყოფად ეფექტურად გამოიყენოს მინდობილი ქონება, სამუშაო დრო, ინტელექტუალური შესაძლებლობები და სხვა რესურსები;

ლ) როგორც შრომითი ურთიერთობებისას, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, არ გაამჟღავნოს და სასწავლებლის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღებული სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოება და სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს;

მ) სასწავლებელში გამოცხადებისას, აგრეთვე სასწავლებლის ტერიტორიის დატოვებისას გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია;

ნ) გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.

მუხლი 10. აკადემიური, მოწვეული სპეციალისტებისა და მასწავლებელთა პერსონალის ეთიკის კოდექსი და ძირითადი ვალდებულებანი

აკადემიური, მოწვეული სპეციალისტებისა და მასწავლებელთა პერსონალი სასწავლებლის ძირითადი საწესდებო საქმიანობის წარმმართველი ძალაა. ამ კატეგორიის პერსონალი ვალდებულია:

ა)ერთგული იყოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური, კანონიკური და ზნეობრივი სწავლებისა, დაიცვას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი სჯული და მოძღვრება;

ბ) სასწავლებელში გამოცხადდეს ქრისტიანული ზნეობისათვის შესაფერისად მოწესრიგებული (ჩაცმულობა, გარეგნობა);

გ) შეასრულოს ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ შინაგანაწესითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი, ასევე დამსაქმებლის მითითებები;

დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც ეხება სასწავლებელს და უკავშირდება მის სამსახურებრივ საქმიანობას;

ე) დაიცვას ზნეობრივი და ეთიკური ნორმები, გაუფრთხილდეს სასწავლებელის საქმიან რეპუტაციას;

ვ) თანამშრომლებსა და სტუდენტებს/მაგისტრანტებს მოეპყროს სამართლიანად და პატივისცემით;

ზ) არ დაუშვას ლექციის, მეცადინეობის დაგვიანებით დაწყება, დროზე ადრე დამთავრება ან/და გაცდენა საპატიო მიზეზის გარეშე;

თ)სტუდენტების/მაგისტრანტების შეფასების პროცესში იმოქმედოს სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპების შესაბამისად;

ი) თავი შეიკავოს თანამშრომლებისა და სასწავლებლის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისგან;

კ) აქტიური დახმარება გაუწიოს კოლეგებს პროფესიული განვითარების საქმეში;

ლ) თავი შეიკავოს სასწავლებლის ტერიტორიაზე თამბაქოსა და სპირტიანი სასმელის მოხმარებისგან;

მ) არ გამოიყენოს სტუდენტების/მაგისტრანტების უნარები/შესაძლებლობები პირადი გამორჩენის მიზნით ან/და თანამშრომლებთან უთანხმოების ინსტრუმენტად;

ნ) თავი შეიკავოს სასწავლებლის ფარგლებს გარეთ ისეთ საქმიანობაში ჩართვისა თუ ვალდებულებების აღებისაგნ, რაც ხელს შეუშლის სასწავლებელში თავისი მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელებას;

ო) შექმნას ყველა საჭირო პირობა აკადემიური და პროფესიული გარემოს არსებობისთვის;

პ) მიიღოს აქტიური მონაწილეობა სასწავლებლის საზოგადოებრივ და საორგანიზაციო საქმიანობაში და მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულოს კეთილსინდისიერად, დროულად და ხარისხიანად;

ჟ) სისტემატურად იღვწოდეს აკადემიური და პროფესიული დონის ასამაღლებლად;

რ) შეიმუშაოს სწავლების ისეთი მეთოდები, საშინაო დავალებისა და შეფასების სისტემა, რომლებიც წაახალისებს სტუდენტების/მაგისტრანტების აკადემიურ პატიოსნებას და გამორიცხავს პლაგიატს;

ს) სამსახურებრივი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, დანიშნულებისამებრ და ეფექტურად გამოიყენოს სასწავლებლის რესურსები;

ტ) მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მაღალი პროფესიული დონის ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდასა და ჩამოაყალიბებას. გაუწიოს სტუდენტებს/მაგისტრანტებს ინტელექტუალური და აკადემიური ხელმძღვანელობა, რისთვისაც ოფიციალურად უნდა გამოყოს საკონსულტაციო  საათები;

უ) სასწავლო პროცესი წარმართოს დამტკიცებული სასწავლო გეგმის მიხედვით. საფუძვლიანად შეიმუშაოს სალექციო კურსების თემატიკა და სტრუქტურა, დარგის ან მეცნიერების შესაბამის სფეროში მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ, პერიოდულად განაახლოს სალექციო კურს(ებ)ი და სრულყოს მისი წარმართვის მეთოდიკა;

ფ) ლექციაზე შევიდეს დროულად, ჯეროვან დონეზე მომზადებული და მაქსიმალურად ორგანიზებული;

ქ) დანიშნულ დროს დადგენილი წესის შესაბამისად ჩაატაროს გამოცდა და შეაფასოს ყველა გამოცხადებული სტუდენტის/მაგისტრანტის ცოდნა;

ღ) როგორც შრომითი ურთიერთობებისას, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, არ გაამჟღავნოს და სასწავლებლის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღებული სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოება და სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს;

ყ) სასწავლებელში გამოცხადებისას, აგრეთვე სასწავლებლის ტერიტორიის დატოვებისას გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია;

შ) გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.

თავი V. თანამშრომლების სამსახურში მიღების წესი

მუხლი 11. სასწავლებლის  თანამშრომლისადმი წაყენებული მოთხოვნები

 

  1. თანამშრომლად შეიძლება მიღებულ იქნეს ქმედუნარიანი პირი, რომლესაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და მიაღწია 18 წლის ასაკს;
  2. თანამშრომლისადმი წაყენებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის სასწავლებლის რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ;
  3. ყველა თანამშრომელი უნდა იცნობდეს და აღიარებდეს სასწავლებლის შრომის შინაგანაწესსა და სასწავლებელში მოქმედ სხვა წესებს.

მუხლი 12. სამსახურში მიღების წესი და დასაქმების მსურველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

1.ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომლი მიიღება რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;

  1. დასაქმების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და/ან პასპორტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) განათლებისა და სხვა აკადემიური მიღწევების  დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ე) ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;

ვ)გამოქვეყნებული შრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ცნობა ძირითადი სამუშაო ადგილიდან.

თავი VI. შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის წესი

მუხლი 13.  შრომითი ხელშეკრულება

 

  1. ყველა თანამშრომელთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება სასწავლებლის წესდების, ამ შრომის შინაგანაწესის, დადგენილი საშტატო განაკვეთის და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის შესაბამისად;
  2. შრომითი ხელშეკრულების პირობებს ადგენს და ხელს აწერს რექტორი/ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მუხლი 14. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა)მხარეთა შეთანხმება;

ბ)ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის ან თანამშრომლის ინიციატივით;

გ)სასწავლებლის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

დ) ამ შინაგანაწესით, სხვა შიდა სამართლებრივი აქტებითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;

ე)ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა;

ვ)ქრისტიანული მორალისა და ეთიკისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მუხლი 15. ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის ან თანამშრომლის ინიციატივით

 

  1. ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოხდეს შრომითი ხელშეკრულების მოშლა;
  2. თანამშრომლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლისას, იგი ვალდებულია 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი ფორმით აცნობოს ამის შესახებ ადმინისტრაციას და გადააბაროს მის მიერ შესრულებული სამუშაო უშუალო ხელმძღვანელს ან რექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს.

მუხლი 16. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა

 

  1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობითა და ამ შრომის შინაგანაწესით დადგენილი წესით;
  2. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ფორმდება რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, რომელშიც მიეთითება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი;
  3. თანამშრომლის მოთხოვნით ადმინისტრაცია ვალდებულია გასცეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ასლი;
  4. თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღედ ითვლება შესაბამის ბრძანებაში მითითებული დღე;
  5. თანამშრომლთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა, ადმინისტრაცია ვალდებულია თანამშრომელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება;

          მუხლი 17. პერსონალის ვალდებულებები თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურებრივი მივლინების ან/და შვებულებაში გასვლის დროს

 

  1. პერსონალის სამსახურებრივი პოზიციიდან გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში, პერსონალი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციის (შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით) და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების (მატერიალური ფასეულობის) უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
  2. პერსონალი ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე ან სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრებამდე, უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა მისი შემცვლელი პირის ან/და ზემდგომი თანამდებობის პირისათვის (შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით);
  3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი თანამშრომლის დოკუმენტაციას კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით აძლევს შესაბამის მსვლელობას.

თავი VII. შრომის ანაზღაურება

         

მუხლი 18. შრომის ანაზღაურება

  1. თანამშრომლების შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით;
  2. თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების გაცემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოებს ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  3. თანამშრომლებს ხელფასი მიეცემათ თვეში ერთხელ, ყოველი თვის 21 რიცხვში. ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, შეიძლება ხელფასის გაცემა გადავადდეს 25 რიცხვამდე;
  4. სასწავლებლის ბუღალტერი პასუხიმგებელია ხელფასის ზუსტ დაანგარიშებასა და დროულ გაცემაზე;

 

თავი VIII. მივლინება

მუხლი 19. მივლინება

  1. მივლინება არის დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე;
  2. დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს;
  3. მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IX. სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო, შვებულება

 

მუხლი 20. სამუშაო და შესვენების დრო

1.სასწავლებელში დაწესებულია სრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლისთვის 7 საათიანი სამუშაო დღე – 09:00 -დან – 17:00 -მდე. 35-საათიანი სამუშაო კვირა. სამუშაო დღის განმავლობაში მოქმედებს 1 საათიანი შესვენების დრო – 12:30-დან – 13:30-მდე;

2.დასაქმებულების ნაწილზე არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წესი. ამ დასაქმებულების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი აკადემიური დატვირთვით ან/და მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით;

3.დასაქმებული ვალდებულია გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე ყოველ სამუშაო დღეს, დროულად, დაგვიანების გარეშე და დარჩეს სამსახურში სამუშაო საათების დამთავრებამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 21. დასვენების დრო

            თანამშრომელთა დასვენების დროდ ითვლება სამუშაო დღეებს შორის დასვენება (შაბათი, კვირა), საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები და რექტორის ბრძანებით დადგენილი დამატებითი უქმე დღეები;

მუხლი 22. სამუშაო დროის მოდიფიცირება

1.დროებითი შრომისუუნარობის გამო გამოუცხადებლობისას დასაქმებულმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს გონივრულ ვადაში. დროებითი შრომისუუნარობის გამო გაცდენილი დღეები ითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება, თუ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტი;

2.სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება მივლინების ან უფლებამოსილი პირის დავალების საფუძველზე მოვალეობების ძირითადი საქმიანობის ადგილის გარეთ შესრულება.

მუხლი 23. შვებულება

1.შტატზე მომუშავე დასაქმებულს (საათობრივ ანაზღაურებაზე დასაქმებული პირების გარდა) რომელთანაც გაფორმებულია 12 თვიანი ან უფრო გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება, მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით;

  1. სასწავლებლის რექტორის აქტით სასწავლო პროცესის დამთავრების გათვალისწინებით, შეიძლება ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვროს 24 სამუშაო დღეზე მეტი ვადით;

3.დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით;

4.დასაქმებულს უფლება აქვს შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ, რამაც უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე;

5.სასწავლებელის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით დასაქმებულს შესაძლოა მიეცეს შესაბამისი შვებულება ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ვადის გასვლამდე;

6.შვებულებით სარგებლობის უფლების გამოყენების მიზნით დასაქმებული წერილობითი განცხადებით, შვებულების სასურველ თარიღამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავს ადმინისტრაციას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას;

7.შვებულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით;

  1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანასთან დაკავშირებული შვებულების საკითხები რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

თავი X. წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების წესი

 

მუხლი 24.  შრომითი დისციპლინის დაცვა

თანამშრომლები ვალდებულები არიან დაიცვან შრომის დისციპლინა, შრომის შინაგანაწესი და სხვა შიდა სამართლებრივი აქტები, გამოიჩინონ ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალობა, დაიცვან ეთიკის ნორმები.

მუხლი 25. წახალისების  ღონისძიებები

  1. სამუშაო პროცესში გამოვლენილი წარმატებისათვის თანამშრომლების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი წახალისების ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემიის მიცემა;

გ)ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება.

  1. 2. წახალისების ღონისძიებას თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით ან უმისოდ, განსაზღვრავს და ბრძანებით ადგენს რექტორი;
  2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა;
  3. წახალისების ღონისძიების გამოყენების ყოველი შემთხვევა აღირიცხება თანამშრომლის პირად საქმეში.

 

მუხლი 26. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს მის მიერ ამ შინაგანაწესისა და სასწავლებელში მოქმედი სხვა წესების მოთხოვნ(ებ)ის დარღვევა. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის აღძვრა შეუძლია სასწავლებლის ნებისმიერ პერსონალს ან/და სტუდენტს/მაგისტრანტს;

 

მუხლი 27. პერსონალზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები

 

  1. სასწავლებლის პერსონალის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინარული გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით;
  2. პერსონალის მიმართ დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შესწავლისა და დადგენის მიზნით, სასწავლებლის რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შემსწავლელი კომისია, რომელიც სასწავლებლის რექტორისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პერსონალის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე დასაბუთებული/კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ამზადებს შესაბამის დასკვნას დადგენილ ვადებში;
  3. შრომის დისციპლინის დამრღვევს, დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება;
  4. შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა შეიძლება მისი სამუშაო ადგილზე გამოცხადების შემდეგ;
  5. დისციპლინური დევნის განხორციელებისას პერსონალს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შემსწავლელ კომისიას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია/მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში;

დ) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე;

ე) სასწავლებლის რექტორთან წერილობით გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შემსწავლელი კომისიის დასკვნა, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლის დადგენის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში.

6.შრომის დისციპლინისა და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმის, ფაქტობრივი გარემოებების, პერსონალის წინანდელი მუშაობისა და ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ შინაგანაწესის დარღვევისათვის სასწავლებლის რექტორმა პერსონალის მიმართ შესაძლებელია გამოიყენოს დისციპლინარული პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) წერილობითი გაფრთხილება;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 50%-მდე დაქვითვა;

ე) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

7.ყოველი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის  მხოლოდ ერთი ზომა. ამასთან, რექტორი შეზღუდული არ არის პასუხისმგებლობის ზომის არჩევაში;

8.თუ დასაქმებულს 6 (ექვსი) თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ;

9.რექტორს უფლება აქვს დასაქმებულს ვადამდე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა;

  1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები;
  2. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ყოველი შემთხვევა აღირიცხება თანამშრომლის პირად საქმეში;
  3. პერსონალს უფლება აქვს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი XI. შინაგანაწესის მოქმედება სტუდენტებზე/მაგისტრანტებზე

მუხლი 28. სტუდენტის/მაგისტრანტის ეთიკის კოდექსი და ძირითადი უფლება-მოვალეობები

  1. სტუდენტს/მაგისტრანტს უფლება აქვს მიიღოს საფუძვლიანი განათლება, მონაწილეობდეს მეცნიერულ კვლევებში, მიიღოს საჭირო ინფორმაცია სასწავლებელის საქმიანობის შესახებ, ასევე ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასწავლებელის შიდა აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
  2. სტუდენტი/მაგისტრანტი ვალდებულია:

ა) ერთგული იყოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური, კანონიკური და ზნეობრივი სწავლებისა, დაიცვას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელი სჯული და მოძღვრება;

ბ) მორჩილებას, პატივისცემასა და მოწიწებას ავლენდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის-სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ასევე პატივისცემით ეპყრობოდეს საეკლესიო იერარქიის წევრებსა და სასწავლებელის პერსონალს;

გ) სასწავლებელში გამოცხადდეს ქრისტიანული ზნეობისათვის შესაფერისად მოწესრიგებული (ჩაცმულობა, გარეგნობა);

დ) დაიცვას საყოველთაოდ მიღებული ეთიკისა და ქცევის ნორმები. მისთვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:

1) სასწავლებლის შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესების დაუმორჩილებლობა;

2) სასწავლებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა;

3) სასწავლებლის სახელისა და ავტორიტეტის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება;

4) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა (ლექციაზე ხმაური, მობილური ტელეფონით სარგებლობა, დერეფანში აურზაური და სხვა);

5) სასწავლებელში ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში გამოცხადება, სიგარეტის მოწევა, აზარტული თამაშები, ბილწსიტყვაობა;

6) ინვენტარით სარგებლობის წესის დარღვევა (შენობაში წარწერების გაკეთება, კომპიუტერების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სასწავლო ავეჯისა და ინვენტარის დაზიანება);

7) სასწავლებლის ტერიტორიის დანაგვიანება, შენობის იერსახის დამახინჯება, მცენარეების დაზიანება;

8) სასწავლებლის პერსონალისა და სხვა სტუდენტისთვის/მაგისტრანტისთვის შეურაცხყოფის მიყენება;

9) სასწავლებლის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების ან/და ნარკოტიკული, ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანა, გავრცელება ან გამოყენება, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის შემოტანა ან/და გავრცელება, ისეთი ფეთქებადი და აალებადი ნივთებისა და ნივთიერებების შემოტანა ან/და გავრცელება, რომლებიც ხანძრის ან აფეთქების რეალურ საფრთხეს ქმნიან;

10) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ სასწავლებლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა თუ სად არის იგი ჩადენილი;

11) აკადემიური სიყალბე, რაც გულისხმობს: სხვა პირის ნამუშევრის როგორც საკუთარის წარმოჩენას ან/და სხვა სახის დამხმარე მასალის გამოყენებას, რომელიც წინასწარ არ არის ნებადართული; სხვა სტუდენტის/მაგისტრანტის ნაცვლად გამოცდის ჩაბარებას ან თხოვნას სხვა პირისათვის, რომ მის მაგივრად ჩააბაროს გამოცდა; კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას გამოცდის შესახებ და ამ ინფორმაციის გამოყენებას; სხვისი ნამუშევრიდან გადაწერას, აზრის გადმოტანას ან სხვისი ნამუშევრის აზრის ფორმირების წყაროდ გამოყენებას ავტორისა და წყაროს მითითების გარეშე (პლაგიატი); თავისი მონაცემების გაყალბებას; სხვა სტუდენტის/მაგისტრანტის ნამუშევრის მოპარვას, განადგურებას ან/და შეცვლას; ხელის შეშლას სხვა სტუდენტისთვის/მაგისტრანტისთვის სწავლასა და კვლევის პროცესში საჭირო რესურსების დამალვით, მოპარვით ან განადგურებით; სხვა სტუდენტისთვის/მაგისტრანტისთვის ხელის შეწყობას აკადემიურ სიყალბეში, კვლევითი სამუშაოების ფაქტობრივი ინფორმაციის გამოყენებას ან გაყალბებას; შეფასების მიღების მცდელობას გამომცდელზე მუქარით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ქმედებით;

ე) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, სასწავლებლის პერსონალის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიცემული მითითებები და დავალებები;

ვ) პატივი სცეს სასწავლებელს და მის ტრადიციებს, ხელი შეუწყოს სასწავლებლის სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას;

ზ) არ გაამჟღავნოს სასწავლებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სწავლის პერიოდში;

თ) არ დაიგვიანოს ლექციებზე, სემინარებსა და სხვა სახის სასწავლო ღონისძიებებზე;

ი) ისწავლოს ყველა ის სავალდებულო და საკუთარი სურვილით არჩეული სასწავლო დისციპლინა, რომელიც დადგენილია სასწავლებლის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით;

კ) დაიცვას ტექნიკის, სანიტარიის, პირადი ჰიგიენისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი წესებითა და ინსტრუქციებით;

ლ) გაუფრთხილდეს სასწავლებლის ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა;

მ) წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე არ მიატოვოს სასწავლებელში სწავლა;

ნ) სასწავლებელში გამოცხადებისას, აგრეთვე სასწავლებლის ტერიტორიის დატოვებისას გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია;

ო) გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.

2.სტუდენტი/მაგისტრანტი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი;

მუხლი 29. სტუდენტზე/მაგისტრანტზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1.სტუდენტის/მაგისტრანტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, ამ შინაგანაწესით, სასწავლებელში მოქმედი სხვა წესების, ასევე მასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

  1. სტუდენტის/მაგისტრანტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შემთხვევებისა თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, სასწავლებლის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას;
  2. სტუდენტის/მაგისტრანტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შესწავლისა და დადგენის მიზნით, სასწავლებლის რექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შემსწავლელი კომისია, რომელიც სასწავლებლის რექტორისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტუდენტის/მაგისტრანტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე დასაბუთებული/კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ამზადებს შესაბამის დასკვნას დადგენილ ვადებში;
  3. 31. ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტუდენტის/მაგისტრანტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  4. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს/მაგისტრანტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური  დევნის დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შემსწავლელ კომისიას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია/მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში;

დ) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე;

ე) სასწავლებლის რექტორთან წერილობით გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების განხორციელების საფუძვლის შემსწავლელი კომისიის დასკვნა, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლის დადგენის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში.

  1. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს. კანონმდებლობის წესების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია;
  2. დისციპლინური გადაცდომისთვის სტუდენტის/მაგისტრანტის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ)წერილობითი გაფრთხილება;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) გარკვეული ვადით სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ე) სტუდენტის/მაგისტრანტის სტატუსის შეწყვეტა.

  1. 61. ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში ლექციების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობის მიხედვით სტუდენტთა/მაგისტრანტთა მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა – სასწავლო სემესტრის სალექციო საათების საერთო რაოდენობის 5%-ის გაცდენა;

ბ)წერილობითი გაფრთხილება – სასწავლო სემესტრის სალექციო  საათების საერთო რაოდენობის 10%-ის გაცდენა;

გ) სასტიკი საყვედური – სასწავლო სემესტრის სალექსციო საათების საერთო რაოდენობის 15%-ის გაცდენა;

დ) სტატუსის შეჩერება 1 წლით – სასწავლო სემესტრის სალექციო საათების საერთო რაოდენობის 20%-ის გაცდენა;

სტუდენტს საპატიოდ ჩაეთვლება ერთ სასწავლო სემესტრში 5 (ხუთი) სასწავლო დღის გაცდენა შესაბამისი ახსნა-განმარტების საფუძველზე. საპატიოდ ჩაითვლება, აგრეთვე ავადმყოფობის მიზეზით გაცდენილი სასწავლო დღეები  შესაბამისი დაწესებულებიდან სამედიცინო ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში.

7.დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს სასწავლებლის რექტორს. ერთი დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის  მხოლოდ ერთი ზომა. ზომის გამოყენებისას მხედველობაში მიიღება დარღვევის ხასიათი და მისი სისტემატურობა. ამასთან, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;

გ) სტუდენტის სტატუსის შეჩერება 5 წელზე მეტი ვადით;

დ) ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;

ე) სასწავლებლის მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ზ) სასწავლებლის წესდების, შრომის შინაგანაწესისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა;

თ) საეკლესიო კანონების, საეკლესიო ეთიკის ნორმების განსაკუთრებით სერიოზული ან/და სისტემატური დარღვევა;

ი) გარდაცვალება;

კ)  საქართველოს კანონმდებოლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;

  1. სტუდენტს/მაგისტრანტს უფლება აქვს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი XII. პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  უზრუნველყოფა

მუხლი 30. პერსონალისა და  სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  უზრუნველყოფა

პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოებისა  და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით არსებობს:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მიზნით სასწავლებლის ტერიტორიაზე, დერეფანში თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია ცეცხლმაქრი ბალონები;

ბ) სასწავლებლის შემოსასვლელში მარცხენა მხარეს,  თვალსაჩინო ადგილას  გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

გ) სასწავლებელში უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარების  აღმოჩენის მექანიზმები, კერძოდ, სართულზე, №508 ოთახში მოწყობილია სამედიცინო პუნქტის ოთახი, შესაბამისი ინვენტარით, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით  ხელშეკრულებით  დასაქმებულია სამედიცინო განათლების მქონე პირი – ექიმი, სხვა ნებისმიერ   შემთხვევაში ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიული გამოძახება;

დ) სასწავლებელში არსებობს წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები, კერძოდ,  ხელშეკრულებით  დასაქმებულია უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში სისტემატურად აკონტროლებს სტუდენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას, საჭიროების შემთხვევაში ხდება საპატრულო სამსახურის გამოძახება.

თავი XIII. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 31. შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი

         

ამ შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვაზე დადგენილი წესით კონტროლს ახორციელებს სასწავლებლის ადმინისტრაცია.

სტუდენტებისა და მოსამზადებელი განყოფილების მსმენელების მიერ ა(ა)იპ – „მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის“

შინაგანაწესის გაცნობა ხელმოწერით

სახელი, გვარი გაცნობის თარიღი ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90

Share Button