ჯულიეტა შოშიაშვილი

92dc30e7ea8a72383f6b91fccc747239

დაიბადა 1951 წლის 3 ნოემბერს გარდაბნის რაიონში.

განათლება:

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი;

1990 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. სადისერტაციო ნაშრომი: „ბიზანტიური ეპისტოლოგრაფია (ფსევდოდიონისე არეოპაგელის წერილები)“.

შრომითი საქმიანობა:

1974 წლიდან დღემდე არის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი;

1989 წლიდან დღემდე  კითხულობს ლექციებს ძველ ბერძნულ ენაში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში;

1995-2007 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს ლათინურ ენაში უნივერსიტეტ „გეორგიაში“

2000-2007 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს ლათინურ ენაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში;

2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციების კურსს ლათინურ ენაში წმიდა თამარ მეფის სახელობის სამედიცინო ინსტირუტში.

სამეცნიერო შრომები:

  1. ქრისტიანულ საიდუმლოთა საკითხისათვის დიონისე არეოპაგელის „საეკლესიო იერარქიაში“, ჯევანმარდი, თბილისი, 1976წ;
  2. დიონისე არეოპაგელის მე-9 წერილი ტიტე მღვდელმთავარს (სიმბოლოს გაგებისათვის), ჯევანმარდი, 1979წ;
  3. Письма псевдо-Дионисия Ареопагита и византийская эпистолография, თბილისი, 1990წ;
  4. ბიზანტიური ეპისტოლოგრაფია და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის წერილები (მონოგრაფია), თბილისი, 1990წ;
  5. Путь познания в Ареопагитике и суфизму, Византиноведческие этюды, თბილისი, 1991წ;
  6. ფოტიოსი, სიტყვა სულიწმინდის მესაიდუმლეობის შესახებ, ბიზანტ. ლიტ. ქრესტომათია, ტ. II, თბილისი, 1993წ;
  7. პროკოპი კესარიელი, ნიკას აჯანყება (შენობათა შესახებ), ბიზანტ. ლიტ. ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 1994წ;
  8. პროკოპი კესარიელი, აია-სოფიას ტაძრის მშენებლობა, ბიზანტ. ლიტ. ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 1994წ;
  9. ბერძნულ-ქართული სასაუბრო, საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 1995წ;
  10. ბიზანტიურ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტ. I, 2002წ;
  11. ბიზანტიურ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტ. II, 2003წ;
  12. ბიზანტიურ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტ. III, 2005წ;
  13. მაცხოვრის ხატი სინას მთიდან, საღვთისმეტყველო კრებული, №1, თბილისი, 2006წ;
  14. ცოდნისა და რწმენის ერთიანობისათვის, ჟურნ. „კარიბჭე“, თბილისი, 8-21 სექტემბერი, 2006წ;
  15. პროკოპი კესარიელი შენობათა შესახებ (თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები), Aster-1, 2006წ;
  16. ცოდნა და სიყვარული არეოპაგიტიკაში, თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო შრომები, თბილისი, 2009წ;
  17. პროკოპი კესარიელი — ისტორიკოსი და ბელეტრისტი, კრებ. „ბიზანტინოლოგია საქართველოში-2“, თბილისი, 2009წ;
  18. ომი და მშვიდობა ლაზეთის მიწაზე (პროკოპი კესარიელის „ომების წიგნი“), კრებ. „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“, საერთაშორისო კონფერენციის მასალები, II, ბათუმი, 2010წ;
  19. ბიზანტიური პორტრეტი — მონარქის სახე, კრებ. „ბიზანტინოლოგია საქართველოში-3“, თბილისი, 2011წ;
  20. საიდუმლო თასი დიონისე არეოპაგელის თხზულებებში, საერთაშორისო კონფერენციის მასალები მიძღვნილი აკად. შ. ნუცუბიძის დაბადებიდან 125 წლისთავისადმი, თსუ, 2014წ;
  21. მღვდლობისათვის დიონისე არეოპაგელის თხზულებებში, კრებ. „ბიზანტინოლოგია საქართველოში-4“, თბილისი, 2014წ.

 

ტელეფონი: 599 91 67 40

ელ. ფოსტა:  Juli.Shoshiashvili@yahoo.com

Share Button