სტუდია

2016/2017 სასწავლო წელს ფონდი „ქართული გალობის“ და ფონდის გენერალური დირექტორის, ქ–ნ ნანა გოთუას პირადი შემოწირულობით უნივერსიტეტს გადაეცა მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია.

სტუდია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის გერმანულ–ამერიკული აპარატურით.
მისი ხმის იზოლაცია–აკუსტიკური გამართვა ასევე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია მოიცავს:
• მუსიკალური ინფორმატიკის კაბინეტს, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე კომპიუტერული ნოტაციის ტექნიკას.
• ხმის ჩამწერ სტუდიას: სტუდიური და მობილური ჩაწერებისათვის
არსებული ტექნიკური ბაზა სასწავლებლის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს განახორციელონ, როგორც სტუდიური ასევე, მობილური ჩაწერა.

სტუდიის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ჩაწერის ტექნიკა, ჩანაწერის გასუფთავება, რედაქტირება, „მიქსინგი“ და „მასტერინგი“, რაც უფრო მეტად გაზრდის მათი დასაქმების არეალს მედია სივრცეში.
მობილური სტუდიის საშუალებით განხორციელებული ექსპედიციები კი საფუძველად დაედება სასწავლებლის ფონო და სანოტო არქივს. ასევე, სტუდიაში შესაძლებელი იქნება ძველი საარქივო მასალების გაწმენდა–აღდგენა.

 

 ხმის ჩამწერი სტუდია  „ქართული გალობის“ მენეჯერი: ბაია ჟუჟუნაძე

ტელეფონი: 555288108
ელ. ფოსტა: zhuzhunadzebaia999@gmail.com

Share Button