გიორგი გოგიტაძე

 

გიორგი გოგიტაძე  

დაიბადა: 1979 წლის 3 ივნისს, თბილისში

განათლება: 1988-1993 წლებში სწავლობდა არტოს ბაღში ხალხურ საკრავებზე შესრულებას.

1995-1998 წლებში დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის ტექნიკური სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო განხრით.

2000-2005 წწ.  საქართველოს შოთა რუსთაველის თბილისის თეატრისა და კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტი.  ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი.

შრომითი საქმიანობა:

2017 წლიდან დღემდე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ქართული ხალხური საკრავების  (ფანდური, ჩონგური, ჭიპონი) პედაგოგი

1998-2004 წ. ხალხური საკრავების მასწავლებელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში.

1998-2004 წწ. თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის ვაჟთა საპატრიარქო მგალობელთა გუნდის წევრი;

2000-2002 ანსამბლი „კოლხეთის“ წევრი.

2004-2005 წლებში — საპატრიარქოს ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანი“-ს წევრი.

2005 წლიდან ანსამბლი „თბილისის“ წევრი

2005-2007 წწ საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი;

2006 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის საბალეტო დასში პროექტ „საგალობელის“ ხელმძღვანელი.

2010-2014 წწ. სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის “ ინსტრუმენტალისტი.

 

Share Button