2014-15 სასწავლო წლის I სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით წარმატებულ სტუდენტებს, რომლებმაც ყველა გამოცდის შედეგად მიიღეს საბოლოო ქულა 81 და მეტი, დაენიშნათ სტიპენდიები 80 ლარის ოდენობით. ეს სტუდენტები არიან: ტარიელ ზანანაშვილი (I კურსი); გიგა ჩხაპელია (I კურსი); ბაჩუკი ხვიჩია (I კურსი); გიორგი აბრამიშვილი (II კურსი); გიორგი აბესაძე (II კურსი); ლაშა ჯამაგიძე (II კურსი); თორნიკე ბოკუჩავა (III კურსი); ავთანდილ თურქია (III კურსი). ხოლო საქველმოქმედო ფონდმა „ქართული გალობა“ (ხელმძღვანელი ნანა გოთუა) სტიპენდიები დაუნიშნა სამ ყველაზე მაღალქულიან სტუდენტს. გიგა დიასამიძეს (III კურსი) და ზურაბ ვერძაძეს (III კურსი), რომელთაც მიიღეს 90 ქულაზე მეტი, დაენიშნათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, ხოლო კობა დევდარიანს (I კურსი), რომელმაც ყველაზე მაღალი შეაფასება დაიმსახურა (97,6 ქულა) საქველმოქმედო ფონდის მიერ დაენიშნა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სტიპენდია 150 ლარის ოდენობით.