დავით შუღლიაშვილი
ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის დოქტორი
საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტის, საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის კათედრის საეკლესიო მუსიკისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსი
შესახებ
პუბლიკაციები

1990 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი.
2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში“ და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მუსიკოლოგიის დოქტორის ხარისხი.
1988 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრის თანამშრომელი, ხოლო 1998 წლიდან — ხალხური შემოქმედების კათედრის მოწვეული სპეციალისტი; 1988 წლიდან გალობს თბილისის ანჩისხატის ტაძარში; 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსად.

გამოქვეყნებული შრომები:

1.ქართული საეკლესიო გალობის ბუნებისათვის, „ხელოვნება“,№10, თბილისი, 1991წ.;
2.ქართული სამგალობლო სკოლები და ტრადიციები, თბილისი, 2002წ.;
3.აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის შესახებ , ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2004წ.;
4.ქართული გალობა „თერთმეტი მარგალიტი“, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, თბილისი, 2004წ.;
5.ქართული ხალხური სიმღერები ანჩისხატის გუნდის რეპეერტუარიდან, თბილისი, 2005წ.;
6.შესვლადი ქართულ საეკლესიო გალობაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006წ.;
7.რვახმის სისტემის სტრუქტურული თავისებურებები ქართულ გალობაში, კავკასიის მაცნე, თბილისი, 2006წ.;
8.ქართული საეკლესიო გალობა, შემოქმედის სკოლა, არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერების მიხედვით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2006წ.;
9.არატიპური ელემენტები ქართულ ხალხურ სიმღერაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2008წ.;
10.„უსიტყვო“ მრავალხმიანობა ქართულ ტრადიციულ მუსიკაში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2010წ.;
11.Similarities and Differences in the Georgian Chant School Traditionc Theory and Practice. Proceedings of the Fourth International Conference on Ortodox Church Music University of Joensuu Finland, 2011წ.;
12.ოთარ ჩიჯავაძის მიერ დატოვებული ერთი ხელნაწერის შესახებ (წიგნში: ოთარ ჩიჯავაძე 90), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, 2011წ.;
13.საგალობლები სანოტო ხელნაწერთა არქივიდან, სვეტიცხოვლის სკოლა, (თანაავტორი ზ. წერეთელი), ტ.I, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012წ.;
14.ქართული საგალობლების ხელნაწერთა აღწერილობა და ანბანური კატალოგი, წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძე) და წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სანოტო ხელნაწერების მიხედვით (თანაავტორები: ვ. გვახარია, ნ. რაზმაძე), თბილისი, 2013წ.;
ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა, საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრი, თბილისი, 2014წ.


FaceBook Twitter Google