გოჩა ბიძინაშვილი
საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის სახელოსნოს უფროსის ასისტენტი
შესახებ

დაიბადა 1990 წლის 23 ივლისს ქალაქ თელავში. 1999 წლიდან მღეროდა ცნობილ ლოტბარ ლევან აბაშიძესთან ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ “პატარა კახში”, 2005 წლიდან სიმღერა განაგრძო ცნობილ ლოტბარ ანდრო სიმაშვილთან.
2005-2010 წლებში იყო ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი.
2013 წელს დაამთავრა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი.
2010-2013 წლებში გალობდა თბილისის ქვაშუეთის წმინდა გიორგისა და აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარებში. აგრეთვე მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ “ბალავარში” და ხელმძღვანელობდა თბილისის მეტეხის ტაძრის მგალობელთა გუნდს.
2011-2014 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ჯგუფის წევრი.
2013 წლიდან არის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის გალობის პედაგოგი.
2015 წლიდან მუშაობს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სსასწავლებლის სიმღერისა-გალობის მასწავლებელად.
ამჟამად ძმასთან ერთად ხელმძღვანელობს დედას ლევანას სახელობის ფოლკლორულ ანსამბლ “შილდას” და თელავის ფოლკლორულ ანსამბლ “პატარა კახს”.
2017 წლიდან არის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თელავის სალოტბარო სკოლის რეგენტი.
2018 წლიდან არის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის მაგისტრანტი, საეკლესიო მუსიკის მიმართულებით.


| Print |