ნინო ხატიაშვილი
ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
აკადემიური მუსიკის სასწავლო კურსის პედაგოგი
შესახებ
პუბლიკაციები

1985 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუს.მცოდნეობა-საკომპოზოტორო ფაკულტეტი, მუსიკის ისტორიის განხრით; სადიპლომო თემა „შონბერგის მუსიკალური თეატრი და მოსე და არონი “. 1992-1995 წწ. იყო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის მუს.მცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტის მაძიებელი. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბარტოკის როლი 60-80-იანი წლების ქართული ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში“ (ხელმძღვანელი - მუსიკოლოგიის დოქტორი - ლია დოლიძე) და 2000 წელს მიენიჭა ხელოვნებათცოდნეობის კანდიდატის ხარისხი. 1986 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სკოლაში, 1997 წლიდან 2001 წლამდე მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტში პედაგოგად. 2003 წლიდან დღემდე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის უფროსი მეცნიერთანამშრომელია (სპეციალისტი). 2010 wლიდან dRemde _ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის. ასოც. პროფესორი.

სამეცნიერო ინტერესების სფერო
ქართული ხალხური მუსიკა და საგალობელი, შედარებითი ფოლკლორისტიკა, ქართული და მსოფლიო აკადემიური მუსიკა, საქართველოში ევროპული მუსიკალური განათლების საკითხებთან მე-19-21 საუკუნების პერიოდის კონსერვატორიის ისტორის მუზეუმის ფონდებში დაცული საარქივო მასალების კვლევა და დამუშავება, ელექტრონული არქივირება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.

1. ბარტოკისეული სათავეები ს. ცინცაძის საკვარტეტო შემოქმედებაში. თანამედროვე ქართული მუსიკის პრობლემები. თბილისის კონსერვატორიის შრომების კრებული. თბილისი, 1992 წ. გვ. 60-86.

2. ბარტოკის როლი 60-იანი წლების ქართული მუსიკის განვითარებაში. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 1994 წ. გვ. 6-8.

3. ბელა ბარტოკის კვარტეტები. ”ხელოვნება”. 1995 წ. #4-5-6, გვ. 47-81.

4. ბარტოკის როლი 60-80-იანი წლების ქართული მუსიკის განვითარებაში. ”ახალი პარადიგმები”. 1999 წ. #3 გვ.125-134.

5. სამუზეუმო თემატიკასთან დაკავშირებული პროექტი: ”თბილისის კონსერვატორიის სათავეებთან” (სამეცნიერო-პოპულარული ორენოვანი ქართულ-ინგლისური მულტიმედია კომპაქტ-დისკი). 2006 წ.

6. ბუკლეტი _ კამერული მუსიკის ფესტივალი. თბილისი, 2013 წ.

7. "მუსიკალური ავტოგრაფები ელისაბედ ორბელიანის სალონიდან”. CELEBRATING DIVERSE VOICES OF COMMUNITY MUSIC. სათემო მუსიკის მრავალხმიანობის ზეიმი. საერთაშორისო კონფერენცია. 10-14 ივლისი 2018 თბილისი, საქართველო


| Print |