100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფელ ნიქოზში



✔️26 მაისს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევითა და გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სოფელ ნიქოზში საქართველოს პირველი დამოიკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

✔️ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიტროპოლიტ ისაიამ გალობის უნივერსიტეტის რექტორ, არქიმანდრიტ იოანე კიკვაძესა და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

✔️წირვის დასრულების შემდეგ საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ფონდ "ქართული გალობის" სოფელ ნიქოზისა და კალაურის წარმომადგენლობების ბავშვთა გუნდებმა.

✔️ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოტრ დამის (აშშ) უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები, რომელნიც ელის მარტინის სახელობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტში ქართულ გალობა-სიმღერას შეისწავლიან
FaceBook Twitter Google