აბიტურიენტთა საბუთების მიღება 2017-2018 სასწავლო წლისათვის

 

ძვირფასო აბიტურიენტებო,   2017–2018 სასწავლო წლისათვის საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო პროგრამაზე საბუთების შემოტანა შესაძლებელი იქნება 15 მაისიდან 10 ივნისამდე.

მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრირებული საშუალო განათლების მქონე აბიტურიენტები.

სასწავლებელში უნდა შემოიტანოთ შემდეგი საბუთები:

1. ატესტატის დედანი და მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მე-12 კლასელებმა – ცნობა სკოლიდან);
2. პირადობის მოწმობა (ასლი);
3. 4 ფოტოსურათი 3/4;
4. სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია სასწავლებლის რექტორის სახელზე (გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის რექტორს, არქიმანდრიტ იოანეს (კიკვაძეს);
5 ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა (ასლი).

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა
შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

1. ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა
2. მუსიკის თეორია და სოლფეჯიო
3. საქართველოს ისტორია
4. კატეხიზმო (გასაუბრება)
5. ინგლისური ენა (გასაუბრება)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 593 18 10 00;  577 32 15 55;   2 30 65 94.

ვებ-გვერდი: www.galoba.edu.ge

ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

FaceBook Twitter Google