მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2016 წლის 11 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „თეორიული და საეკლესიო მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები“.

ასევე, 13 მაისს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელში ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართული საეკლესიო გალობის კონცერტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე:
FaceBook Twitter Google