ზაალ წერეთლის საჯარო ლექცია – ვიგალობოთ “გალობანი სინანულისანი”
19 ნეომბერს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ზაალ წერეთლის ლექცია ჩატარდა.

ლექცია მიეძღვნა დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს ჯერ კიდევ შეუსწავლელ, მუსიკალურ მხარეს. წარმოჩენილ იქნა დავით მეფის მიერ შექმნილი ჰიმნების სტრუქტურული თანხვედრა ამ ძეგლის ხელნაწერში მითითებულ ჰანგებთან. პირველი კურსის სტუდენტებმა, გვიანდელი ნევმების გამოყენებით, იგალობეს ჰიმნები „გალობანი სინანულისანი“-ს IX-ე გალობიდან.
FaceBook Twitter Google