სიახლეები
გალობის უნივერსიტეტი №17 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა
18 იანვარს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების (ქალაქი რუსთავი) მსჯავრდებულებს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები ეწვივნენ.

შეხვედრა მეტად ამაღელვებელი გამოვიდა, მსჯავდებულებმა და გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ერთად შეასრულეს ქართული სიმღერები და საგალობლები, მათ აგრეთვე საჩუქრად გადავეცით კომპაქტ-დისკები.

მეტად მისასალმებელი ფაქტია, რომ ტრადიციული მუსიკის შესწავლის ინიციატივა სწორედ მსჯავრდებულებს ეკუთვნით და 2017 წლის აგვისტოდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულებაში (ქალაქი რუსთავი) მსჯავრდებულებს ქართულ საეკლესიო გალობასა და ხალხურ სიმღერას გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული და ფონდ "ქართული გალობის" წარმომადგენელი – გიორგი აბესაძე ასწავლის.

ამ ორი წლის განმავლობაში გიორგიმ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რასაც წარმატებული შედეგებიც მოჰყვა, მსჯავრდებულებმა არა მხოლოდ ისწავლეს საეკლესიო საგალობლები და ხალხური სიმღერები, არამედ ისინი წირვაში იღებენ მონაწილეობას, რაც მეტად მისასალმებელი და აღსანიშნავი ფაქტია.

ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას და დიდ მადლობას ვუხდით ფასდაუდებელი და ღვთიური საქმისთვის!

განსაკუთრებული ყურადღებისთვის და გაწეული შრომისთვის, კი მადლობას მოვახსენებთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური სამსახურის თანამშრომლებს: ქალბატონ ლეილა აფციაურს და ქალბატონ ია იმერლიშვილს.

FaceBook Twitter Google