სიახლეები
განცხადება
ძვირფასო აკადემიური სტატუსის მქონე თანამშრომლებო,

მოგახსენებთ, რომ გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-მეთოდური და შემოქმედებითი მოღვაწეობის დადასტურება-შეფასების მოთხოვნების ცხრილი, რომელსაც გთავაზობთ თანდართულ ფაილში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ მხრივ აქტივობათა დადასტურება მოხდება უკვე შემდეგი სემესტრიდან.
გთხოვთ, წინადადებებით და შენიშვნებით მოგვმართოთ დეკანატს, კათედრას, ხარისხის მართვის სამსახურს, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

ასევე გაცნობებთ, რომ სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის გასააქტიურებლად ჩვენს სასწავლებელში ჩატარდება სასწავლო-მეთოდური სემინარი "სწავლების მეთოდები საღვთისმეტყველო სასწავლებლებში", რომელიც, ვფიქრობთ, კარგი შესაძლებლობა იქნება აკადემიური პერსონალისთვის სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის გამოცდილების დაგროვებისთვის.

სემინარის შესახებ ინფორმაციას ასევე გთავაზობთ თანდართულ ფაილში.

033208fd7a3dd20168709b637453932a.pdf

2d885ff0bf8169909fb4415b88175c7f.pdf





FaceBook Twitter Google