სიახლეები
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019
17 სექტემბერს, თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“ -ის ფარგლებში, ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო.

პიკნიკის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა, მათ შორის გალობის უნივერსიტეტის გუნდი წარდგა იქ დამსწრე აუდიტორიის წინაშე.

მეცნიერებისა და ხელოვნების ფესტივალი მომავალ წელსაც იგეგმება და როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს გალობის უნივერსიტეტი კვლავ იქნება წარმოდგენილი კონცერტითა და სხვადასხვა ვორქშოფით.

"სამეცნიერო პიკნიკში" მონაწილეობისათვის გალობის უნივერსიტეტი მადლობას მოახსენებს საორგანიზაციო ჯგუფის ყველა თანამშრომელს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, ბატონ ზვიად გაბისონიას.
FaceBook Twitter Google